Silentdisco ინოვაციური პროდუქტი ქართულ ბაზარზე

539
avia biltebi

Silentdisco წარმოადგენს ინოვაციურ პროდუქტს ქართულ ბაზარზე, რომელიც გთავაზობთ ყურსასმენებს, მრავალმხრივი შესაძლებლობებით. მისი დახმარებით ბევრი სხვადასხვა სახის ღონისძიების გამრავალფეროვნებაა შესაძლებელი. რაც ყველაზე მთავარია, ყურსასმენებში შესაძლებელია სამი სხვადასხვა არტისტის ჩართვა. აქვს ის პლიუსი რომ უსადენო და საკმაოდ კომფორტულია. დიდ ივენთებზე ან კონფერენციებზე, სადაც რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები არიან, silentdisco ხელს შეუწყობს სინქრონულ თარგმანს. ექსკურსიებზე და გასვლით ტურებზე განსაკუთრებით მოსახერხებელია რადგან 500 მ რადიუსზე აქვს კონტაქტი.

Silentdisco-ს გუნდი წლებია მუშაობს ივენთების ორგანიზებაზე,ცოტა ხნის წინ კი მათ გაუჩნდათ იდეა, დაენერგათ ეს პროდუქტი საქართველოში.

Silentdisco-ს გამოყენებით უკვე მრავალი ღონისძიება ჩატარდა. აღსანიშნავია ისიც რომ კომპანია მხარს უჭერს სტარტაპებსა და წარმოადგენს სხვადასხვა პროექტების სპონსორს.

ქართულ ბაზარზე Silentdisco პიონერა. რა თქმა უნდა კონკურენცია ყოველთვის ზრდის ხარისხს, სწორედ ამიტომ მათი გუნდი მიესალმება თუ სხვა კომპანიებიც დაიწყებენ მსგავს საქმიანობას.

Silentdisco სხვადასხვა სერვისს სთავაზობს მომხმარებელს,მათ შორისაა : ღონისძიებების ორგანიზების სრული პაკეტი, პროდუქტის ტექნიკურ გამართვაში დახმარება, თუ ამის საჭიროება იქნება და სხვადასხვა კომპანიის ბრენდირება.

Silentdisco-ზე საუბრისას აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ პროექტი თვითინვესტირებულია, საკმაოდ მცირე ბიუჯეტით.

Silentdisco-ო უკვე დანერგილი და წარმატებულია უცხოეთში, ესეც წარმოადგენდა ერთგვარ ინსპირაციას, საქართველოში პროდუქტის შემოტანის.

Silentdisco მომავლისთვის ტურისტულ სექტორზე გასვლას ფიქრობს. გეგმაშია საქართველოში არსებული სხვადასხვა მუსიკალურ ფესტივალზე მონაწილეობაც.

Facebook კომენტარები
Loading...