Elhome.ge – ელექტრიკოსების ახალი, უნიკალური პროექტი

549
avia biltebi

ელექტრიკი გამოძახებით თბილიში

Elhome.ge წარმოადგენს სტარტაპ პროექტს,რომელიც გეპეის კედლებში,სამ ელექტრიკოს სტუდენტს გაუჩნდა და მალევე წარმატებით განახორციელეს.ბიჭებს  სურვილი ჰქონდათ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოეყენებინათ.

 Elhome.ge არის სივრცე სადაც შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ელექტრო მომსახურება : ელ გაყვანილობა, განათების სისტემები, ჩამრთველებისა და შტეფსელების შეცვლა – დაყენებას, ბრებისა და ჭაღების შეკეთება-მონტაჟს, ასევე დაზიანებული წერტილების აღდგენს. საიტზე თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ : სხვადასხვა სამუშაოს აღწერას,სერვისებს,ელექტრიკოსების მონაცემებსა  და საინტერესო ბლოგ პოსტებს. უნდა ითქვას ისიც რომ საიტის მარტივი და მოხდენილი დიზაინი მათივე ნამუშევარია.

 Elhome.ge-ს აქვს ის უპირატესობა რომ საქართველოში მსგავსი ნიშით უნიკალურია.თქვენ შეიძლება სხვადასხვა საიტზე წააწყდეთ განცხადებებს ელექტრიკოსის მომსახურების,მაგრამ აქამდე ერთი კონკრეტული სივრცე ამისთვის გამოყოფილი არ იყო. Elhome.ge დაზოგავს თქვენს დროს და რაც ყველაზე მთავარია, ელექტრიკის გამოძახება უფრო  მარტივი გაგიხდებათ .მომხმარებელს საშუალება აქვს შეფასება დაუწეროს როგორც საიტის მომსახურებას,ისე გამოძახებულ ელექტრიკოსს. Elhome.ge ერთგულ კლიენტებს უკეთებს საჩუქარს სპეციალური ბარათის საშუალებით,რომელსაც ელექტრიკოსი პირველი გამოძახებისას დაგიტოვებთ,მეორედ დაკავშირებისას,მისი წარდგენის შემთხვევაში ისარგებლებთ 15% ფასდაკლებით ყველა მომსახურებაზე.

 მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ვინ არიან ელექტრიკოსები ,რომლებიც ჩვენ სახლში უნდა მოვიდნენ დასახმარებლად.რა გამოცდილება აქვთ და საიდან მოდიან ? –  ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები მათი პროფესიით, პარალელურად ენერგო პრო ჯორჯიაში მუშაობენ. თქვენ შეგიძლიათ მათ ბიოგრაფიას საიტის “ჩვენს შესახებში” გაეცნოთ.

Elhome.ge უკვე სარგებლობს წარმატებით,საიტი ყოველდღიურად 5-დან 10 გამოძახებას იღებს.

ელექტრიკოს სტარტაპერებს ამ პროექტის დახვეწა და სერვისების დამატება სურთ.ისინი ცდილობენ მომხმარებელს არ დასჭირდეს ბევრი ძებნა და თვით შემდუღებლის დახმარებაც მიიღოს Elhome-დან. ყველა პროექტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრისა და რჩევების მოსმენა.Elhome-ის გუნდი მზადაა რჩევებისა და შეფასების მისაღებად.

Facebook კომენტარები
avia biltebi