87 წლის რუსი მსახიობი 27 წლის ცოლს შორდება, რადგან ქალს მასთან სექსი არ სურს

394
avia biltebi

87 წლის რუსი მსა­ხი­ო­ბი ახალ­გაზ­რდა ცოლს შორ­დე­ბა, მი­ზე­ზად კი ამ­ბობს, რომ გო­გო­ნას მას­თან სექ­სი არ სურს.

Mirror-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივან კრას­კო 27 წლის ნა­ტა­ლი­ა­ზე სამი წლის წინ და­ქორ­წინ­და. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მოთ­მი­ნე­ბა ამო­ე­წუ­რა და დროა, და­შორ­დნენ, რად­გან ცოლი მას­თან სა­ერ­თო შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზეც უარს ამ­ბობს.

კრას­კოს თქმით, 2015 წელს, ქორ­წი­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე ნა­ტა­ლი­ამ სექსზე უარი გა­ნა­ცხა­და, რად­გან „და­ორ­სუ­ლე­ბა არ სურ­და“. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოლი ამ­ბობ­და, რომ არ ჰქონ­დათ სახ­ლი და საკ­მა­რი­სი ფული შვი­ლის გა­საზ­რდე­ლად.

Mirror-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ტა­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და არ სურს, მის­მა შვი­ლებ­მაც იგი­ვე ბედი გა­ი­ზი­ა­რონ. „არ მინ­და ვიყო მარ­ტო­ხე­ლა დედა, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ჩვენ კი სახ­ლიც არ გვაქვს“ – ამ­ბობს ნა­ტა­ლია.

და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი კრას­კოს შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­ში. ნა­ტა­ლი­ას თქმით, ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ქმრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ი­გო.

კრას­კო აპი­რებს წინა ცოლს, ნა­ტა­ლია ვი­ალს და­უბ­რუნ­დეს. ვი­ა­ლი მისი მე­სა­მე ცოლი და მისი ორი შვი­ლის დე­დაა

Facebook კომენტარები
Loading...