36 წლის დედასა და 19 წლის შვილს ერთმანეთი შეუყვარდათ და საკუთარი უფლებების მოსაპოვებლად სასამართლოში იბრძოლებენ

796
avia biltebi

19 წლის ნიუ მექსიკოელ ახალგაზრდას და მის 36 წლის დედას სამწლიანი პატიმრობა ემუქრებათ ინცესტური კავშირის გამო. მონიკა მარესსა და კალებ პეტერსონს სასამართლომ კონტაქტი აუკრძალა მას შემდეგ, რაც თებერვალში მათი ინტიმური ურთიერთობა გამოაშკარავდა. ქალმა ბიჭი 16 წლის ასაკში გააჩინა და გააშვილა და პირველად 19 წლის შემდეგ, გასულ შობას ნახა. 9 შვილის დედამ, 36 წლის მარესმა პეტერსონთან ურთიერთობა გაცნობიდან რამდენიმე კვირაში დაიწყო.
ინტერვიუში მარესი ყვება, რომ ინტიმური ურთიერთობისკენ ნაბიჯი პირველად მან გადადგა, როდესაც მის ბიოლოგიურ შვილს უთხრა: “მაპატიე, არ ვიცი რა რეაქცია გექნება, მე დედაშენი ვარ და შენ ჩემი შვილი, მაგრამ როგორც კაცი ისე მიყვარდები”. პეტერსონმა ამაზე უპასუხა, რომ თავადაც იმავეს გრძნობდა და გამხელის ეშინოდა. პირველი კოცნისკენ ნაბიჯი უკვე შვილმა გადადგა.

ვაჟი დედის სახლში საცხოვრებლად გადავიდა, წყვილი ურთიერთობას ასაიდუმლოებდა, თუმცა მეზობელმა პოლიციაში ამხილა და მათი ურთიერთობაც გამოაშკარავდა. “ის ჩემი ცხოვრების სიყვარულია, არ მინდა მისი დაკარგვა. ჩემ შვილებს უყვართ ის, მთელ ჩემ ოჯახს უყვარს. ვერაფერი აღგვიდგება წინ ვერც სასამართლო, ვერც ციხე. არჩევანის გაკეთება

მომიწიოს ბავშვებსა და პეტერსონს შორის, მას ავირჩევ” – აცხადებს მარესი.

რაც შეეხება  კალებ პეტერსონს, მან სამართალდამცველებს განუცხადა, რომ მხოლოდ “მზრუნველობითი მიზნები” ამოძრავებდა. რადგან სჯეროდა, ამ გზით იხსნიდა დედას მისი ძალადობრივი წარსულისგან და იმ მამაკაცებისგან დაიცავდა, რომლებიც მასზე და მის შვილებზე ფიზიკურად ძალადობდნენ.

Facebook კომენტარები
Loading...