წარმოუდგენელია!პლასტმასის ბოთლები ჩვენს ორგანიზმს ანადგურებს

814
avia biltebi

ყოველ ხუთ წუთში მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონი პლასტმასის ბოთლი იყიდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ავიაკომპანიების ფრენების დროს ყოველ 6 საათში 1 მილიონი პლასტმასის ფინჯანი გამოიყენება ხოლმე. როგორც მიხვდით, პლასტმასი ყველაზე მეტად გავრცელებული ნივთია. მიუხედავად ამისა, იცოდით თუ არა რომ, ისინი ნელი მკვლელები არიან?

ბევრი წლის განმავლობაში სჯეროდათ, რომ ბოთლის წყალი ონკანის წყალს ჯობდა, რადგან ის ვიტამინებს შეიცავდა. თუმცა ბოთლში ზუსტად ის წყალია, რაც ონკანიდან მოდის. გარდა ამისა, სანამ პლასტმასის ბოთლიდან წყალს დალევთ, შეამოწმეთ მისი შეფუთვა და მოძებნეთ სიმბოლო. ბოთლის თავში თქვენ იპოვით ნომრის სამკუთხედს. ეს შეიძლება იყოს 1-იდან 7-მდე. ეს სიმბოლო დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, არის თუ არა პლასტმასი უსაფრთხო.

ნომერი 1

ბოთლი, რომელსაც ეს ნომერი აქვს, ერთჯერადი ხმარებისთვის არის განკუთვნილი. ცნობილია PET-ის სახელით. ეს იმიტომ, რომ მისი ხელახლა გამოყენებით მიიღება ქიმიური ნივთიერება სახელად EPA. ასევე ეს პლასტმასი შეიძლება გამოიმუშავებდეს ანტიმონიას, რომელიც მძიმე მეტალია და ორგანიზმში ჰორმონებს უკავშირდება. დიდი ალბათობით, ეს პლასტმასი ონკოგენურიცაა.

ნომერი 2

თუ ბოთლზე გამოსახული სამკუთხედი ნომერ 2-თან ერთადაა, ის კარგი პლასტმასია. მას ეძახიან HDPE ან HDP. ის სხვა პლასტმასებთან შედარებით წყალთან ურთიერთობისას ნაკლებ ქიმიკატს გამოიმუშავებს.

ნომერი 3

ეძახიან V-ს ან PVC-ს. ამ ნიშნით დანომრილი ბოთლი მიუთითებს, რომ მასში 2 ტოქსიკური ქიმიკატია, რომლებიც ორგანიზმის ჰორმონებზე ახდენენ ზეგავლენას. ის ყველაზე გამოყენებადი პლასტმასია.

ნომერი 4

LDPE პლასტმასებს ნომერი 4 აქვთ, რაც ნიშნავს, რომ ისინი წყლის ბოთლებში არ გამოიმუშავებენ ქიმიკატებს. თუმცა ამის საშიშროება პლასტმასის ჩანთებშია.

ნომერი 5

PP ან ნომერი 5-ის ტიპის პლასტმასები ასევე კარგებია. ისინი შესამჩნევია მათი თეთრი ფერის გამო. ზოგჯერ ისინი გამჭვირვალეა. ამ ტიპის პლასტმასები გავრცელებულია იოგურტის ან სიროფის ბოთლებში.

ნომერი 6

ამ ციფრით დანომრილია სწრაფი კვების შესაფუთი პლასტმასები და ყავის ჭიქები. ის ონკოგენურია.

ნომერი 7

ამ პლასტმასებს იარლიყი არ აქვთ. თქვენ ასეთებს არ უნდა ენდოთ. ისინი ხშირად შეიცავენ ზიანის მომტან ქიმიკატებს. სამწუხაროდ, ამ ტიპის პლასტმასები გავრცელებულია წყლის ბოთლებში, საჭმლის კონტერინერებსა და საბავშვო ბოთლებში.

თუ თქვენ ბოთლს თავზე აქვს 2, 4 ან 5 ნომერი, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თუმცა თუ მისი იარლიყი არის 1, 3, 6 ან 7 იცოდეთ, რომ ისინი საშიშ ქიმიკატებს შეიცავენ.

Facebook კომენტარები
Loading...