“ჩემი შვილი ჩემზე ნერვიულობდა, მაგრამ მე დამტოვა ცოცხალი და თვითონ წავიდა” – ზუზუ ბეჟაშვილის დედის პირველი ვრცელი ინტერვიუ შვილის გარდაცვალების შესახებ

406
avia biltebi

17 აგვისტოს დოლიძის ქუჩაზე, მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.
მსახიობი თბილისში, ნაქირავებ ბინაში დედასთან, ციალა ბეჟაშვილთან ერთად ცხოვრობდა. ზუზუს დედა, საკუთარი ვაჟის შესახებ, პირველად „რეიტინგთან“ საუბრობს და იმ დღეს იხსენებს, როდესაც შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

– ყველამ იცის, რომ ჩემი შვილი ჩემზე ნერვიულობდა, მაგრამ მე დამტოვა ცოცხალი და თვითონ წავიდა. რატომღაც არ მჯერა, რომ აღარ არის, რატომ არ მჯერა, ვერ გეტყვით.

იმ დღეს, როდესაც ის ამბავი მოხდა, ადრე დაბრუნდა

სახლში, დაწვა და დაიძინა. ტელევიზორს ვუყურებდი და არ მინდოდა, ხმაურს შეეწუხებინა, ამიტომ ჩემს ამხანაგთან წავედი. შინ გვიან დავბრუნდი, ასეთი ჩვევა მქონდა, სულ ვიხედებოდი მის საძინებელში, როცა ეძინა, შევიხედე და არ დამხვდა. ვიფიქრე, ალბათ ვინმემ დაურეკა, ან სასეირნოდ ჩავიდა-მეთქი.

სახლში როცა არ იყო, ვერ ვიძინებდი, ველოდებოდი, ამიტომ ჩავრთე ტელევიზორი, ვიფიქრე, მოვა და შემდეგ დავიძინებ-მეთქი.

უცნაური შეგრძნება მქონდა, თითქოს ვერ ვეტეოდი ამ სავარძელში, მისი სიმღერა მომესმა, მივედი კარი გავაღე და არ იყო, შემდეგ მესმოდა, როგორ მეძახდა ფანჯრიდან, გავდიოდი და ის არ იყო. შემდეგ კი მითხრეს, რომ ზაზა გარდაცვლილი იპოვეს.

– ვისგან შეიტყვეთ?
– ჯერ ჩემი ძმისშვილები მოვიდნენ, კი გამიკვირდა, ასე გვიან რომ გვესტუმრა, მოგვიანებით, როცა ჩემი დაც მოვიდა, იქ მივხვდი, რაღაც ცუდი მოხდა და ავნერვიულდი… ასე გავიგე ეს ამბავი.

ტელევიზორში ამბობდნენ, რომ მაისური შემოხეული ჰქონდა, როცა მისი ტანსაცმელი დამიბრუნეს, მისმა მეგობარმა ნახა, რომ გარღვეულიც არ იყო მაისური, რაში დასჭირდათ ამ ტრაგედიის დროს ამის მოგონება არ ვიცი.

– რაზე დარდობდა ბოლო დროს, რაზე საუბრობდით?
– ჩვენ სულ ვსაუბრობდით, მიმალავდა გული რომ აწუხებდა. ხშირად ამბობდა მანანამ იცის, მანანამ იცისო, ჩემს მეგობარ მანანას გულისხმობდა, თურმე მასთან ჰქონდა ცოტა ხნით ადრე გულის შეტევა და მე დამიმალა. მიფრთხილდებოდა, არ მეუბნებოდა არაფერს, რაზეც ვინერვიულებდი. სულ იმას ამბობდა, როცა მესმის „მატორ“, იმის იქეთ ჩემთვის არაფერი არ არსებობსო.


როლი უნდოდა, მაგრამ არ ჰქონდა როლები. როცა დაიღუპა, მეორე დღეს მოვიდა ბაქოდან პასუხი – როლზე დაამტკიცეს. ეს ამბავი ორი დღით ადრე რომ გაეგო, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა. ბოლო დროს არსად წასვლა აღარ უნდოდა, ადრე ვინმე თუ დაურეკავდა, ათ წუთში მზად იყო, ბოლოს კი ეზარებოდა სახლიდან გასვლა.

ყველაფერი სანერვიულო იყო მის ცხოვრებაში და ამიტომაც მოხდა, რაც მოხდა.

Facebook კომენტარები
Loading...