ყველაზე ეფექტური ვარჯიშები რადიკულიტის სამკურნალოდ

413
avia biltebi

სტატისტიკის მიხედვით რადიკულიტი მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ს აწუხებს.
ამ სავარჯიშოების დახმარებით თქვენ შეძლებთ წელის მიდამოს გაჯანსაღებას.

1.

დადექით სახით სკამთან. მოხარეთ მარჯვენა ფეხი მუხლში და დადგით სკამზე ისე, რომ თეძო იყოს იატაკის პარალელურად, ხოლო მუხლი იყოს ტერფის ზემოთ. დადეთ მარცხენა ხელის გული მარჯვენა მუხლის გარე მხარეს და მარჯვენა ფეხის გაუნძრევლად შეაბრუნეთ კორპუსი მარჯვენა მხარეს. გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა და ამ პოზაში 30 წამი გაჩერდით. გაიმეორეთ სავარჯიშო მარცხენა ფეხისთვის.

2.

დაწექით ზურგზე, მიიტანეთ მუხლი მკერდთან ახლოს, მეორე ფეხი კი გაასწორეთ.
გააკეთეთ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა. ამ დროს მხრებით იატაკს დაეყრდენით. გაიმეორეთ სავარჯიშო ორივე ფეხისთვის 30 წამის განმავლობაში.

3.

პოზიცია იგივეა. გაშალეთ ხელები, მხრებით მიეყრდენით იატაკს და ორივე მუხლი მიაბრუნეთ ჯერ მარცხნივ მერე კე მარჯვნივ. ისუნთქეთ ღრმად და თავისუფლად. გაიმეორეთ ეს 1 წუთიანი სავარჯიშო ორივე მხარეზე.

4. დაწექით ზურგზე (ფეხები ერთად, ხელები გაშალეთ). ერთი ფეხი გაასწორეთ, მეორე კი მუხლში მოხარეთ 90°-ზე და მოპირდაპირე ხელი მუხლზე დადეთ. სახით მობრუნდით გაშლილ ხელთან. ამ დროს მხრებით იატაკს უნდა დაეყრდნოთ. ისუნთქეთ მშვიდად და თავისუფლად, თითო მხარეს 1 წუთი დაუთმეთ.

Facebook კომენტარები
Loading...