ღრმა დეკოლტეს გამო ბრიტანელი ქალი ავიარეისიდან მოხსნეს

58
avia biltebi

EasyJet-ის რეისიდან ბრიტანელი ჰარიეტ ოსბორნი მოხსნეს. ლონდონი-მილანის ავიარეისიდან მგზავრის მოხსნის მიზეზი საკმაოდ ღრმა დეკოლტე გახდა.

როგორც ოსბორნი განმარტავს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მას სამოსის გამო ბორტის დატოვება მოსთხოვეს. easyJet-ის ბორტგამცილებლები განმარტავენ, რომ მათ ბრიტანელ ქალს დამატებითი სამოსის ჩაცმა სთხოვეს, რადგანაც არსებული სამოსი საკმაოდ ღია და გამჭვირვალე იყო. თუმცა ქალმა ჩხუბი დაიწყო. სწორედ ამ მიზეზით ის რეისიდან მოხსნეს.

რეისიდან მოხსნილმა მგზავრმა ღამე აეროპორტში გაატარა და დანიშნულების ადგილზე სხვა რეისით ჩავიდა.

Facebook კომენტარები
Loading...