ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დამოუკიდებლობის დღისთვის მზად არის

147
avia biltebi

 

26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ ამ დღისადმი მიძღვნილი  თემატიკით გააფორმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიც.

პირველი, რაც  ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ უცხოელ ვიზიტორებსა თუ ადგილობრივებს თვალში მოხვდებათ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საერთო კონცეფციით დაბრენდილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია.

26 მაისს, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მგზავრებს სიურპრიზები ელოდებათ.

დამოუკიდებლობის დღეს ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება. მათ შორის სახალისო აქტივობები ბავშვებისთვის, გამოფენები და კონცერტები.

Facebook კომენტარები
Loading...