ქალების ჯარში გაწვევის მოთხოვნით, პარლამენტში წინადადება შევიდა

706
avia biltebi

პარლამენტში დარეგისტრირდა საკანონმდებლო წინადადება, რომლის მთავარი მოთხოვნაა, ქალებისთვის სავალდებულო გახდეს საქართველოში არსებულ სავალდებულო სამხედრო სამსახურში წასვლა.

ინიციატივის ავტორი საქართველოს მოქალაქე ირინე ბარბაქაძეა.

პროექტის ავტორი ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოს კანონს, გენდერული თანასწორობის, ასევე, ჯარში მხოლოდ კაცების გაწვევის შესახებ.

ირინე ბარბაქაძე ამ საკითხის მოგვარების გზად, ქალებისთვის ჯარში წასვლის ვალდებულებას დაკისრებას მიიჩნევს.

საკანონმდებლო წინადადებაში წერია, რომ კანონმდებლობაში ცვლილების მიზანია საქართველოს გამთლიანება, ჯარის ბრძოლისუნარიანობის მომატება, ტერიტორიების დაბრუნება და ჯარის გაძლიერება.

პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საკანონმდებლო წინადადება არის საკანონმდებლო ინიციატივის უფლების არმქონე სუბიექტის მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი, დადგენილი წესით გაფორმებული, დასაბუთებული მიმართვა ახალი კანონის მიღების, კანონში ცვლილების შეტანის ან კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. საკანონმდებლო წინადადებამ უნდა გაიაროს გარკვეული პროცედურები პარლამენტში, რათა იქცეს კანონპროექტად, შემდეგ კი – კანონად.

Facebook კომენტარები
avia biltebi