უახლესი კვლევა! რატომ არ უნდა ატაროთ მობილური ჯიბით

388
avia biltebi

XXI საუკუნეში, მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ეს მოწყობილობა სულ უფრო და უფრო ჭკვიანი და სასარგებლო ხდება, ჩვენ კი ფაქტობრივად მის მონებად ვიქცევით. თუმცა, გვაფრთხილებენ, რომ შესაძლებელია მობილური ტელეფონები ჩვენი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენენ. რა თქმა უნდა ამ გაჯეტების გამოყენებაზე უარის თქმა საჭირო არ არის, უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შევამციროთ ჯანმრთელობისთვის ნეგატიური შედეგების რისკები.

საქმე იმაშია, რომ ელექტრომაგნიტური ველის ბიოლოგიური ეფექტი გროვდება. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ჩნდება გადახრა და ვითარდება დაავადება. მაგალითად, სისხლის კიბო, ტვინის სიმსივნე და სხვადასხვა ჰორმონალური დაავადება. ელექტრომაგნიტური ტალღები, პირველ რიგში სახიფათოა პატარა ბავშვებისთვის და ფეხმძიმე ქალებისთვის, ამიტომ მათი მობილური ტელეფონით სარგებლობის შემცირება აუცილებელია.

მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, ჯანმრთელობისთვის ნეგატიური რისკების შესამცირებლად?

“ნაციის ჯანმრთელობის ლიგის” ექიმების თქმით, აუცილებელია შევამციროთ ტელეფონით ლაპარაკის ხანგრძლივობა. ზარების წამოწყების შორის პაუზა კი, მინიმუმ 12 წუთი უნდა იყოს. ტელეფონი ყურთან მიიტანეთ მხოლოდ მაშინ, როცა აბონენტი ყურმილს იღებს, რადგან დაკავშირების დროს გამოსხივება პიკს აღწევს. ჩადეთ თქვენი გაჯეტი ჩანთაში, ნუ ატარებთ ტელეფონს ჯიბეში და გახსოვდეთ ოდესღაც ხალხი ამ სასარგებლო გაჯეტის გარეშეც ცხოვრობდა.

Facebook კომენტარები
Loading...