საშინელი ფაქტი – ვინ არის 23 წლის ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც ანაკლიის ფესტივალზე გარდაიცვალა

369
avia biltebi

ანაკ­ლი­ა­ში ფეს­ტი­ვალ ECHOWAVES-ის ერთი მო­ნა­წი­ლე გარ­და­იც­ვა­ლა. გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 1995 წლის 23 მა­ისს სამ­ტრე­დი­ა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ნიშ­ნი­ა­ნი­ძეა.

გი­ორ­გი ნიშ­ნი­ა­ნი­ძე ფეს­ტი­ვა­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცუ­დად გახ­და, რის შემ­დე­გაც ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა გზა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით, შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. უწყე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზეზს შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს.

ამას­თან, ზუგ­დი­დის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო ფეს­ტი­ვა­ლის კი­დევ ერთი მო­ნა­წი­ლე. ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლის კლი­ნი­კუ­რი მე­ნე­ჯე­რის სულ­ხან ორ­ჟო­ნი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას, და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ე­ბის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და. რო­გორც სულ­ხან ორ­ჟო­ნი­ამ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს” გა­ნუ­ცხა­და, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შე­დე­გად მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­და და ის კლი­ნი­კი­დან უკვე გა­წე­რეს.

“ანაკ­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ი­დან სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის მიერ გად­მოყ­ვა­ნილ იქნა ორი ახალ­გაზ­რდა. მათ­გან ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი იყო. გო­გო­ნას და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი სუბსტან­ცი­ე­ბის ტოქ­სი­უ­რი ეფექ­ტი აღე­ნიშ­ნე­ბო­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მკურ­ნე­ლო­ბის შემ­დეგ გა­უმ­ჯო­ბეს­და და ის უკვე გა­ე­წე­რა”, – გა­ნა­ცხა­და ორ­ჟო­ნი­ამ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით 4 პირი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის და ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი ოპე­რა­ტი­უ­ლი-სა­გა­მო­ძი­ე­ბო მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, ფეს­ტი­ვა­ლის და­წყე­ბი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს, ირა­ნის 2 და სა­ქარ­თვე­ლოს 2 მო­ქა­ლა­ქე ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

„და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან ირა­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1984 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ქ. და 1995 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირა­ნის ს.ა, ასე­ვე სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი: 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.კ. და 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.კ.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბულ პირ­თა ჩხრე­კი­სას სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად იქნა ამო­ღე­ბუ­ლი, და­ნიშ­ნუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უკა­ნო­ნო დამ­ზა­დე­ბა, წარ­მო­ე­ბა, შე­ძე­ნა, შე­ნახ­ვა, გა­და­ზიდ­ვა, გა­დაგ­ზავ­ნა ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს“, – ნათ­ქვა­მია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ანაკ­ლი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი 23 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 26 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა.

Facebook კომენტარები
Loading...