საქართველოს მოქალაქეებს იტალიის შს მინისტრის მშობლების გაქურდვაში ადანაშაულებენ

318
avia biltebi

იტალიის მედია იუწყება, რომ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლის გაქურდვა საქართველოს 5 მოქალაქეს ედება ბრალად.

milano.corriere.it იუწყება, რომ 27 აგვისტოს დააკავეს 5 წევრიანი ჯგუფი, რომლებსაც ბრალდ ედებათ იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის მშობლების სახლის გაქურდვა მილანში. მედიის ცნობით, დაკავებულები ახალგაზრდები არიან და წარსულში ნასამართლევი არ არიან.

მედიის ცნობით, ქურდობაში ბრალდებულებს უკვე ჩალაგებული ჰქონდათ ბარგი და მილანის დატოვებას აპირებდნენ. როგორც მედია იუწყება, რომ 30 აგვისტოს იმათ ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.

blitzquotidiano.it იუწყება, რომ სალვინის მშობლების სახლი 14–15 აგვისტოს გაქურდეს. მათ ასევე ბრალად ედებათ 7 სახლის გაქურდვა მილანში.

როგორც მედია წერს, ისინი კრიმინალური დაჯგუფების წვერები არიან რომლებიც ევროპის ქალაქებში დადიანდ ა ბინებს ძარცვავენ. მათი სქემა ასეთია: ისინი ჩადიან სხვადასხვა ქალაქში, უკავშირდებიან ადამიანს, ვინც მათ დააბიანავებს, ძარცვავენ სახლებს და სხვა ქალაქში მიდიან ქურდობისთვის.

Facebook კომენტარები
Loading...