საფრანგეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტიდან ვიდეოთამაშები მოიპარა

129
avia biltebi

საფრანგეთის პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, რომელმაც სუპერმარკეტიდან ათობით ვიდეოთამაში მოიპარა. ინციდენტი ქალაქ ბუვეში მოხდა.

პოლიციის ცნობით, 41 წლის მამაკაცმა ვიდეოთამაშები ჩანთაში დამალა, რომელსაც ალუმინის ძირი ჰქონდა. ამ მეთოდით მოახერხა მან მოპარული ნივთების სუპერმარკეტიდან გატანა.

ბუვეს სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს სამთვიანი პატიმრობა მიუსაჯა. როგორც გაირკვა, მამაკაცმა აღნიშნული სუპერმარკეტიდან ნივთები 25 და 26 აპრილსაც მოიპარა.

Facebook კომენტარები
avia biltebi