სამსახური ვერ დავიწყე იმიტომ, რომ “ნაციონალი” ვარ – სამი შვილის დედამ თვითმკვლელობა სცადა (უმძიმესი კადრები)

399
avia biltebi

სამი შვილის დედამ ანა ტყეშელაშვილმა თვითმკვლელობა სცადა. ვიდრე ახალგაზრდა ქალი მეტეხის ხიდიდან გადახტებოდა, მან გადაწყვეტილების მიზეზებზე პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

ტყეშელაშვილის თქმით, მან თითქმის ყველა საჯარო უწყება სამსახურის დაწყების თხოვნით შემოიარა, თუმცა მუშაობის დაწყებაზე უარი ყველგან ერთი და იგივე მიზეზით უთხრეს.

ტყეშელაშვილი ამბობს, რომ მას პოლიტიკური ნიშნით არ ასაქმებენ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალის დახმარება პოლიციელებმა დროულად შეძლეს. ამ დროისათვის ტყეშელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Facebook კომენტარები
Loading...