საკვერცხის კიბოს მკურნალობა! სტატია, რომელმაც მსოფლიო შეძრა

936
avia biltebi

საბედისწერო დაავადებებს შორის საკვერცხის კიბო ავთვისებიან გინეკოლოგიურ დაავადებებში პირველ ადგილზეა. მილიონობით ქალის ორგანიზმში დღეს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი მიმდინარეობს. იმის გათვალისწინებით, რომ დაავადებას მკვეთრად გამოხატული სიმპტომები არ გააჩნია, მისი დიაგნოსტირება ძალიან რთულია. მკურნალობის დროულად დაწყება სიმსივნის პროგრესს შეამცირებს და პაციენტის გამოჯანმრთელებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

საკვერცხის კიბოს მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი ოპერაცია და ქიმიოთერაპიაა. რადიაციული თერაპია საკმარისად კარგ შედეგებს არ იძლევა. მით უმეტეს, ყოველთვის არსებობს კიბოს განვითარების საფრთხე. ყოველთვის უმჯობესია, ის ამოიკვეთოს, ვიდრე მკურნალობის კურსი ჩატარდეს. რისკის ქვეშ არიან, პირველ რიგში, კეთილთვისებიანი სიმსივნის მატარებლები და აგრეთვე ის ქალები, რომელთა ოჯახის წევრებსაც ეს დაავადება ჰქონიათ.


საკვერცხის კიბოს დიაგნოსტიკა პირველ რიგში, ინსტრუმენტული კვლევის შედეგებს ეფუძნება. ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ლაბორატორიული კვლევის მეთდიც.

ულტრასონოგრაფიით შესაძლებელია სიმსივნის ვიზუალიზება. სამგანზომილებიანი ფორმირებით უკვე ნათლადაა შესაძლებელი სიმსივნის ზომის და ფორმის დადგენა.

დოპლეროგრაფიით შესაძლებელია კიბოს ხასიათის განსაზღვრა და მისი შემოწმება ავთვისებიანობაზე.

კომპიუტერული და მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევით საკვერცხის სიმსივნის სტრუქტურულ შემადგენლობასაც დაინახავთ.

ლაპარასკოპია კი ერთ-ერთი ყველაზე ინფორმაციული მეთოდია ამ დაავადების დიაგნოსტირებისთვის.

ლაპარატომიით საბოლოო დიაგნოზის დასმაა შესაძლებელი. ასე შეიძლება პაციენტი ძირითადი ოპერაციისთვისაც მომზადდეს. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს მუცლის ღრუს სრული გამოკვლევაც, რომ დაავადების გავრცელების რისკები შემოწმდეს.

ექიმები გვირჩევენ წელიწადში ორჯერ პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩავიტაროთ, რათა დაავადების ფარული პროგრესი არ გამოგეპაროთ.  ,,ოქსფორდ მედიქალ ჯორჯიაში’’ კვირის ნებისმიერ დღესაა შესაძლებელი გინეკოლოგთან ვიზიტი.

 

Facebook კომენტარები
Loading...