რომი-ქუთაისის ავიარეისი თბილისში დაჯდა

648
avia biltebi

რომი-ქუთაისის ავიარეისი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად, თბილისში დაჯდა. ამის შესახებ რეისის მგზავრები სოციალურ ქსელში წერენ.

ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ მიიღო რომი-ქუთაისის ავიარეისი თბილისის აეროპორტმა, ჯერ უცნობია.

როგორც ერთ-ერთმა მგზავრმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტში უამინდობის გამო ვერ დაჯდა და პილოტებმა თბილისში გამოფრენის გადაწყვეტილება მიიღეს.

Facebook კომენტარები
Loading...