„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ – რატომ დასცინიან პრემიერს

433
avia biltebi

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, გუშინ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა მათ პოლიტიკურ გუნდს ეკუთვნის.

აღნიშნული სხვადასხვა განცხადებების მიზეზი გახდა.

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:

„ბათუმიც თქვენ გააკეთეთ, კახეთიც, ქუთაისიც. წყალტუბოს გაკეთებაც თქვენ გინდოდათ და იმ საზიზღარმა მიშამ

გააჩერა პროექტი ისევე, როგორც გააჩერა თბილისის შემოვლითი გზაც. რიყეზე თითქმის დასრულებულ თეატრსაც მიშა ალპობს და ხიდის დანგრევაც მას სურდა.

გადადექი მიშა!“

პოსტის ქვემოთ კი გიორგი არველაძის კომენტარს ვკითხულობთ:

„როგორ მახსოვს პტარა მამუკა პამპერსით და სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა ოთახში…“

Facebook კომენტარები
avia biltebi