“როგორ გადაარჩინა რკინიგიზის უფროსმა ბავშვი რომელიც ბაქანსა და მატარებელს შორის ჩავარდა, წამებში უნდა დაძრულიყო მატარებელი…”

345
avia biltebi

ქო­ბუ­ლე­თის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის უფ­როს­მა პა­ტა­რა გო­გო­ნა გა­და­არ­ჩი­ნა, ამის შე­სა­ხებ “ფე­ის­ბუქ­ზე” “ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის” რე­დაქ­ტო­რი, თა­მუ­ნა ნე­ფა­რი­ძე წერს.

განა მარ­ტო პო­ლი­ცი­ა­სა და ჯარ­ში არი­ან გმი­რე­ბი! ახ­ლა­ხან გავ­ხდი გმი­რო­ბის ფაქ­ტის შემ­სწრე. ეს ბიჭი არის ირაკ­ლი კვირ­კვე­ლია, ქო­ბუ­ლე­თის რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის უფ­რო­სი, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვე­ჩა­ლი­ჩე, რომ ფო­ტოს გა­და­ღე­ბა­ზე და­მე­თან­ხმე­ბი­ნა. მა­ტა­რებ­ლი­დან ჩა­მო­სუ­ლი 4-5 წლის გო­გო­ნა, კა­რე­ბი­დან 2-3 მეტრში, მა­ტა­რე­ბელ­სა და ბა­ქანს შო­რის ჩა­ვარ­და, წა­მებ­ში უნდა დაძ­რუ­ლი­ყო მა­ტა­რე­ბე­ლი. ატყდა წი­ვილ-კი­ვი­ლი, არ ვიცი სა­ი­დან გაჩ­ნდა ეს ბიჭი ამ არა­სა­მუ­შაო დღეს იქ და წა­მებ­ში და­უ­ფიქ­რებ­ლად ჩახ­ტა და ამო­იყ­ვა­ნა ეს ბავ­შვი. ახ­ლაც მა­კან­კა­ლებს ის სუ­რა­თი რომ მახ­სენ­დე­ბა ბავ­შვს არა­ფე­რი მოს­ვლია, თუ არ ჩავ­თვლით სტრესს. მშობ­ლე­ბი ალ­ბათ ისე და­იბ­ნენ, არც კი იცი­ან ვინ გა­და­არ­ჩი­ნა მათი შვი­ლი, მე კი მო­მინ­და ეს ამ­ბა­ვი თქვენ­თვი­საც გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა.

Facebook კომენტარები
Loading...