რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ყავისფერი და თეთრი კვერცხი ?

904
avia biltebi

რა განსხვავებაა ყავისფერსა და თეთრ კვერცხს შორის? არის ჭორი, რომ ყავისფერი კვერცხი ბევრად გემრიელია თეთრზე, ხოლო ეს უკანასკნელი კი ტორტებისთვისა და გამოცხობისთვის არის საუკეთესო.

ამ მითს დღეს ჩვენ დავამსხვრევთ!

რა სარგებლობა მოაქვს ქათმის კვერცხს?

1. კვერცხი მკვებავი ვიტამინებით

კვერცხი შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, მიკროელემენტსა და ცილას. მისი ხშირი მოხმარება დადებითად აისახება თმებსა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. საშუალო ზომის კვერცხი შეიცავს 80 კალორიას.

2. ქოლესტერინი კვერცხში მხოლოდ დადებითად ვლინდება ადამიანზე.

ის გვხვდება კვერცხის გულში და აბალანსებს ლეციტინს( რომელიც ცხიმსა და ქოლესტერინს დამუშავებაში ეხმარება).

3. თერმულად დამზადებული კვერცხი უმიც კარგია

უმ კვერცხში ხშირად ზიანის მომტანი ბაქტერია – სალმონელა იმალება. თერმულ დამუშავებაზე ის კვდება.

4. თეთრი კვერცხიც ისევე სასარგებლოა, როგორც – ყავისფერი.

არსებობს მითი იმის შესახებ, რომ ყავისფერი კვერცხი უფრო კარგია, ვიდრე თეთრი. სინამდვილეში კი ამ ორს რაც განასხვავებს არის მხოლოდ ქათამი. თუ მისი ფერი მუქია, ის ყავისფერ კვერცხებს დებს, თეთრი კი – თეთრებს. ამიტომ კვერცხის არჩევის დროს, მის ფერს დიდი ყურადღება მაინცდამაინც არ მიაქციოთ.

5. დიეტური კვერცხი ბევრად სასარგებლოა

ყველა კვერცხის დაყოფა შეგვიძლია ამგვარ კლასიფიკაციად: დიეტური და სასადილო. დიეტურია კვერცხი, რომელიც 7 დღე ინახება ნორმალურ ტემპერატურაზე, სასადილო კი 25 დღემდე ინახება.

6. არ ღირს კვერცხის დადება იმ პროდუქტებთან ერთად, რომლებსაც მძაფრი სუნი აქვთ.

კვერცხი ადვილად იღებს სუნს.

Facebook კომენტარები
Loading...