რეცეპტი, რომელიც ბავშვს ხველას ყველაზე სწრაფად შეუჩერებს. იდეალური გამოსავალია

487
ფილტვი
avia biltebi

სტაფილო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ბოსტნეულია. სტაფილო BC, K, PP ვიტამინების, მინერალური მარილების, კალიუმის, რკინის, იოდის, სპილენძის, ფრუქტოზისა და კაროტინის შემცველობის წყალობით ერთიორად მნიშვნელოვანი ხდება.

სტაფილო სასარგებლოა მხედველობისთვის და ასევე საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებელად.

სტაფილო აუცილებელია ორსულებისთვის, რომელთაც ძლიერი და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა სურთ. სტაფილო ძალიან კარგია მათთვის, ვისაც კანის სიმშრალე, ფრჩხილების მტვრევა და თმის ცვენა აწუხებს. სტაფილო წმენდს სისხლს და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, რითაც ამცირებს გულ-სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. სტაფილოსა და ლიმონის წვენის ნარევი ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გამომუშავებას, აუმჯობესებს მათ აქტივობას და გამანაყოფიერებელ ფუნქციას.

ამ შემთხვევაში ყურადღებას გავამახვილებთ სტაფილოზე, როგორც ხველის საწინააღმდეგო უებარ წამალზე. მისი დახმარებით ბავშვს ხველას ადვილად შეუჩერებთ.

ინგრედიენტები:

1/2 კგ. სტაფილო;
3-4 ს/კ თაფლი.

გაასუფთავეთ სტაფილო და ხარშეთ იქამდე სანამ კარგად არ დარბილდება. ნახარში წყალი არ გადაღვაროთ, გაცივების შემდეგ დაუმატეთ თაფლი და დარბილებული სტაფილო. ინგრედიენტები ერთმანეთს ისე შეურიეთ, რომ მიიღოთ ფაფის კონსისტენციის მასა. მომზადებული ნაზავი ცივ ადგილას შეინახეთ.

ეს ნაზავი ყოველ დღე 3-4 ს/კ-ის ოდენობით უნდა მიიღოთ. 2 დღეში საგრძნობ შედეგს ნახავთ.

Facebook კომენტარები
Loading...