რა ხდება ახალციხეში? “თურქი მძღოლები პატარა გოგონებთან ერთობიან”

585
avia biltebi

“წარმოიდგინეთ, როგორი სანახავია, 20 წლის მთვრალი ქართველი გოგო რომ მიბარბაცებს 70 წლის თურქ მძღოლთან ჩახვეული”

“შედარებით მსხვილ ობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ”

პროსტიტუციასთან ბრძოლის მიუხედავად, სექსბიზნესი ქვეყანაში სწრაფად ვითარდება, რასაც არალეგალური ბიზნესისთვის დამახასიათებელი პრობლემები ახლავს, მათ შორის სამედიცინო. დღემდე პროსტიტუციის კერებად თბილისი და ბათუმი ითვლებოდა, თუმცა, როგორც ირკვევა, ყველაზე რთული სიტუაცია სამხრეთ საქართველოში, კერძოდ, ახალციხეშია. ახლახან პოლიციამ პროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით კაფე-ბარებიდან 11 ქალი აიყვანა, ხოლო 60 ქალი დაჰკითხა, რის
შედეგადაც ზოგიერთი კაფე-ბარი დროებით დაიხურა. პრობლემაზე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ახალციხელი გურამ შუკაკიძე საუბრობს, გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

გურამ შუკაკიძე:
– ახალციხე ნელ-ნელა წითელი ფარნების კვარტალს ემსგავსება, იმ განსხვავებით, რომ იქ პროსტიტუციას აკონტროლებენ, ჩვენთან კი არავინ. ჩვენს ქალაქში პროსტიტუციას ორი მიზეზი აქვს – ვალესა და ახალციხის საბაჟო, საიდანაც თურქული ტრაილერები შემოდიან. მეძავები სწორედ მათ მძღოლებს ემსახურებიან და რადგან გამკითხავი არავინ არის, ნებისმიერი საშუალებით ცდილობენ სულ უფრო მეტი ქალის ჩათრევას.

ბიზნესის მთავარი ობიექტები პატარა თურქული კაფე-ბარებია, რომელშიც მხოლოდ თურქი მძღოლები შედიან. იქ ქართველების შესვლა აკრძალულია.

ამ ბარების გასახსნელად თურქეთის მოქალაქეებმა პატარ-პატარა ობიექტები, მათ შორის ავტოგასამართი სადგურები შეისყიდეს და მომსახურე პერსონალად აქაური ქალები დაიქირავეს. ისინი უზრუნველყოფენ თურქი მძღოლებისთვის სექსმუშაკის მიყვანას, კაფეების მეპატრონეები კი ყველაფერს აკონტროლებენ.

შედარებით მსხვილ ბიზნესობიექტებს, თურქულ სასტუმროებს, საკუთარი მეძავები ჰყავთ, ისინი მხოლოდ რესტორნების კლიენტებს ემსახურებიან.

ქალები კაფე-ბარებში დაახლოებით ღამის 3 საათამდე ერთობიან კლიენტებთან, მერე კი მათთან ერთად სასტუმროებში გადადიან სექსმომსახურებისთვის. კაფე-ბარებიდან მთვრალი მეძავები და მათი კლიენტები ხშირად ქუჩაში გამოდიან, სადაც მოსახლეობის თვალწინ უმსგავსად იქცევიან. მათ გამაყრუებელ ხმაურსა და ჩხუბს ბოლო არ უჩანს.
შარშან ახალგაზრდები ერთ კაფე-ბარში შეცვივდნენ და მეპატრონეს მისი დახურვა მოსთხოვეს. საპასუხოდ თავად ახალგაზრდები დაიჭირეს, რომელთა გათავისუფლების მოთხოვნით ქალაქში გრანდიოზული აქცია გაიმართა.

Facebook კომენტარები
Loading...