რა ცვლილებები იგეგმება ბანკებისა და ლომბარდებისთვის

665
avia biltebi

ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„საქართველოს მოსახლეობას შევპირდით, რომ საბანკო-საფინანსო სექტორში დავამკვიდრებდით ახალ სამართლიანი თამაშის წესებს. დღეს წარმოგოდგენთ იმ ძირითად 5 პრინციპს, რომელსაც ეფუძნება ჩვენი ინიციატივა.

1. ყველა გამსესხებელს აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა მოითხოვოს სხვა ქონება თავისი მომხმარებლისგან;

2. ლომბარდებს და კერძო გამსესხებლებს, ე.წ. „მევახშეებს“ ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დაგირავება.

3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი დაწესდება 50%-ის ოდენობით, რომელიც ორჯერ ნაკლებია ვიდრე დღეს არსებული რეგულაცია 100%-სა.

4. მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს კრედიტის საერთო მოცულობიდან.

5. და ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული თამაშის წესები გავრცელდება ყველაზე, მთელ ფინანსურ სექტორზე. აქ იგულისხმებიან ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები თუ კერძო გამსესხებლები, – ყველა, ვინც არის დაკავებული ფინანსური საქმიანობით.

აქვე მინდა აღვნიშნო რომ ეს ინიციატივა ითვალისწინებს მაქსიმალური გამჭვირვალობის შემოტანას საფინანსო სექტორში, გონივრული ვადა მიეცემათ ლომბარდებს, რომ მათ თავიანთი საქმიანობა დახვეწონ, განავითარონ და შექმნან ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი, რომ ჩვენ გამოვრიცხოთ კრიმინალური მომენტების ალბათობა.

აქვე, ვითვალისწინებთ იმას, რომ არსებობს ძალიან დიდი ინტერესი ამ ინიციატივის მიმართ, შესაბამისად 29 მაისს მე ვგეგმავ გავაკეთო პრეზენტაცია, სადაც ბუნენრივია საშუალება გვექნება, დეტალურად ვისაუბროთ ამ პრიმციპებზე.

Facebook კომენტარები
Loading...