რა არის ჰიპნომშობიარობა, რომლის წყალობითაც ჯერჯერობით მხოლოდ ცნობილი ადამიანები მშობიარობენ და რამდენიმე საათში დგებიან ფორმაში?

893
avia biltebi

კემბრიჯის ჰერცოგინიამ გუშინ მესამე შვილი გააჩინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში ის ახალშობილთან და ქმართან, პრინც უილიამთან ერთად სამშობიაროდან გამოვიდა და კამერების წინ დადგა, რათა ჟურნალისტებს მისი და პატარა პრინცის გადაღების საშუალება ჰქონოდათ. ქეითი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და წითელ კაბაში.

მისმა გარეგნობამ მთელი მსოფლიო გააოგნა, ძნელად დასაჯერებელი იყო, რომ ქეითმა შვილი რამდენიმე საათით ადრე გააჩინა, ბედნიერად იღიმოდა და და შესანიშნავ ფორმაში იყო.

“ინდეფენფენთის” განმარტებით, ასეთი მარტივი მშობიარობის მიზეზი სპეციალური მეთოდია, რომელსაც არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის – ანჯელინა ჯოლიმ და ჟიზელ ბიუნდხენმა.

მშობიარობიდან

რამდენიმე საათში ქეით მილდტონმა და პრინცმა უილიამმა

მესამე შვილი საზოგადოებას გააცნეს

მეთოდს კი ჰიპნომშობიარობა (hypnobirthing) ჰქვია. აღნიშნული ტექნიკის საშუალებით, მშობიარეები ინარჩუნებენ სიმშვიდეს და რელაქსაციას.

ჰიპნომშობიარობა დაფუძნებულია ინგლისელი მეანის, გრენტლი დიკ-რეიდის ნაშრომზე დაყრნობით. მან 1933 წელს დაწერა წიგნი “მშობიარობა ტკივილის გარეშე”. დიკ-რეიდის აზრით, როდესაც ქალს ეშინია მშობიარობისას, დაძაბულობა ტკივილს იწვევს. სხვა შემთხვევაში კი – როდესაც მშობიარე ინარჩუნებს სიმშვიდეს, კუნთები მოშვებულია და სხეული გამოყოფს ოქსიტოცინსა და ენდორფინებს, რაც ტკივილს ამსუბუქებს.

ექსპერტების მტკიცებით, ამ მეთოდის საშუალებით ტკივილი იკლებს და მშობიარობის შემდეგ შიში და გაღიზიანებაც ნაკლებია.

ჰიპნომშობიარობა არის სუნთქვის, ღრმა რელაქსაციისა და ვიზუალიზაციის მეთოდების კომბინაცია, პოზიტიურ ფიქრებთან ერთად.

ცხადია, ქალებისთვის მნიშვნელოვანია წინასწარ ინფორმაციის მიწოდება, რომ მათ კარგად იცოდნენ მშობიარობის ფსიქოლოგია, შედეგად კი გათავისუფლდნენ ყველა შიშისგან.

მეთოდის ეფექტურობის მიუხედავად, ცხადია, გაუტკივარების გაკეთება მაინც საჭიროა.

როგორც ჩანს, სწორედ ჰიპნომშობიარობის შედეგი იყო ის, რომ ქეითი ჩვილთან და ქმართან ერთად ჟურნალისტების წინ ბრწყინავდა და აქვე აღსანიშნავია, რომ მარგალიტის საყურე, რომელიც მიდლტონს ეკეთა, ღირსშესანიშნავი დღისთვის დედოფალმა ათხოვა.

Facebook კომენტარები
Loading...