,,რაღაც დააბრეხვა… გააგრძელოს მაუწყებლობა” – ნახეთ რას ამბობს ვლადიმერ პუტინი გიორგი გაბუნიაზე

1534
avia biltebi

„ერთი გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, საკუთარი თავი რაღაცად წარმოადგინა. მასზე არავის არაფერი სმენია მანამდე, ახლა კი ყველა ლაპარაკობს“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქართველ ჟურნალისტ გიორგი გაბუნიაზე განაცხადა.

რაც შეეხება სანქციებს, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამას „ქართველი ხალხის პატივისცემის მიზნით არ გააკეთებდა“.

პრეზიდენტმა გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებითაც კითხეს.

„დიდი პატივი იქნებოდა ასეთებისთვის საქმის აღძრა. გააგრძელოს მაუწყებლობა“, – აცხადებს პუტინი.

„რუსთავი 2-ის“ წამყვანმა გიორგი გაბუნიამ თავის სკანდალურ გადაცემაში ვლადიმერ პუტინს აგინა, რამაც ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კიდევ ერთი ტალღა გამოიწვია.

Facebook კომენტარები
Loading...