რატომა არის ჩახუტება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ?

784
avia biltebi

ჩახუტება ერთ-ერთი ყველაზე მაგარი რაღაცაა მსოფლიოში. ის თერაპიის განუყოფელი ნაწილია.
როცა ჩვენ ვეხუტებით, კომფორტის, სიყვარულის, მზრუნველობის, გაგების გრძნობას ვიღებთ. ეთანხმებით, რომ ყოველდღე ჩახუტება არაჩვეულებრივი იდეაა?

ჩახუტებას მეცნიერული ახსნაც შეიძლება ჰქონდეს. ჩახუტების დროს ჩვენში მიმდინარეობს ფიზიოლოგიური ცვლილებები.

ჩახუტება აბალანსებს ნერვულ სისტემას.

როგორც კი ვინმეს ეხუტებით, მათი ნერვული სისტემა დაბალანსებას იწყებს. პატარა, კვერცხის ზომის დაწოლის სენსორი, რომელიც ჩვენს კანში მოიძებნება, დაკავშირებულია ტვინთან. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ვინმეს ეხუტებით, ის განიცდის შეხების გრძნობას. ამ დროს ნერვული სისტემა იწყებს დაბალანსებას.

ამცირებს სტრესს

ჩახუტებას მარტივად შეუძლია სტრესის დონის შემცირება. ჩვენ ხშირად ჩახუტების ძალას ვერ აღვიქვამთ. ამ დროს, კორტიზოლი (სტრესის ჰორმონი), რომელიც ჩვენს ორგანიზმში მოძრაობს, იწყებს შემცირებას.

ჩვენს გონებას შეუძლია დაწყნარდეს და იფიქროს სტრესის გარეშე. ამიტომ ხშირად ეცადეთ ჩაეხუტოთ ერთმანეთს.

საუკეთესოა დეპრესიული ადამიანებისთვის

როცა ვინმეს ეხუტებით, თქვენ გამოიმუშავებთ სეროტონინს, რომელიც აუცილებელი ნივთიერებაა პოზიტიური განწყობილებისთვის. ის ასევე აძლიერებს თავდაჯერებულობასაც.

ადამიანებს, რომლებსაც დეპრესია ან მარტოობა ტანჯავთ, სეროტონინის დაბალი დონე აქვთ. ჩახუტების დროს კი ის უფრო მეტი გამოიყოფა. ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს.

ამშვიდეს სხეულს

ჩახუტება კუნთების რელაქსაციას იწვევს. რატომ არ ვეხუტებით ერთმანეთს უფრო ხშირად?

გულის ჯანმრთელობის გამოსწორება

ჩახუტება გულისთვის სასარგებლოა. ასე დაასკვნეს ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტში.

მოკლედ, ჩვენ ყოველდღე უნდა ჩავეხუტოთ ხოლმე ერთმანეთს. ის ჩვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე დადებითად მოქმედებს. და რაც მთავარია… ის ბედნიერს გვხდის.

Facebook კომენტარები
Loading...