რას ყვებიან მეზობლები მომღერლის დაჭრის ფაქტზე?

541
avia biltebi

“მანქანით მოვიდა ორი გოგო, უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით – ჩამოდიო პიკასოო” – რას ყვებიან მეზობლები მომღერლის დაჭრის ფაქტზე?

თვითმხილველების ინფორმაციით, მომღერალი ირაკლი ნოზაძე სავარაუდოდ ორმა გოგომ დაჭრა. როგორც წერეთლის გამზირზე მცხოვრებლები ყვებიან, მომღერალს საცხოვრებელი სახლიდან ჩამოსვლას ორი გოგო სთხოვდა. მათივე ინფორმაციით, ნოზაძე სახლიდან ჩამოვიდა და მანქანაში ჩაუჯდა აღნიშნულ გოგოებს, რამდენიმე წამში კი სისხლიანი გადმოვიდა და შველას ითხოვდა.

“მანქანით მოვიდა ორი გოგო და ელოდებოდა. უყვიროდნენ უხამსი სიტყვებით – ჩამოდიო პიკასოო. დავინახე, რომ
ირაკლი ჩამოვიდა და ჩაჯდა მანქანაში. მერე წამებში გადმოხტა და გამოიქცა ყვირილით – “სისხლისგან ვიცლები, მიშველეთო”. ირაკლი რომ გადმოვიდა მანქანიდან, ისინი წავიდნენ”, – აცხადებს ირაკლი ნოზაძის მეზობელი.

Facebook კომენტარები
Loading...