პრემიერი და მთავრობა გადადგა (ვიდეო)

550
avia biltebi

დღეს, 13 ივნისს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი, დღეს, 13 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

გიორგი კვირიკაშვილმა სანამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. მისი თქმით, ბევრი მტკივნეული მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ”მისცა საშუალება საქართველოსთვის ემსახურა”. კვირიკაშვილმა ივანიშვილს წარმატებებიც უსურვა.

ამინდის პროგნოზი
TBILISI
26°
clear sky
humidity: 41%
wind: 4m/s SE
H 26 • L 26
26°
THU
27°
FRI
25°
SAT
17°
SUN
20°
MON
RSS გაზეთი ბათუმელები
ჯივილი – საბავშვო ველოსიპედები 25 ლარიდან
პროკურატურა: მან წიხლი ჩაარტყა დედას, რომელიც შშმ პირია
მკერავების აქცია: გადავკეტავთ ბათუმი-სარფის გზას
განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბელორუსიაში შეხვედრებს მართავს უსაფრთხოების საკითხებზე
კმდს-ს ორგანიზებით შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართება

slideshow, ახალი ამბებიელენე ხაჭაპურიძე – 13.06.2018
პრემიერი და მთავრობა გადადგა

დღეს, 13 ივნისს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. შესაბამისად გადამდგარია მთავრობის სრული შემადგენლობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი, დღეს, 13 ივნისს მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გახდა.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ აზრთა სხვადასხვაობა ხშირად ჰქონია პარტია “ქართული ოცნების”თავმჯდომარესთან და ყოფილ პრემიერ მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მიიჩნევს, რომ ახლა მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სურვილისამებრ დააკომპლექტოს მთავრობა.

გიორგი კვირიკაშვილმა სანამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას გააკეთებდა, მანამდე იმ ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელსაც მთავრობა ატარებდა. მისი თქმით, ბევრი მტკივნეული მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილება მიიღო. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მასთან ერთად მუშაობდა მისი პრემიერ-მინისტრობის დროს. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ”მისცა საშუალება საქართველოსთვის ემსახურა”. კვირიკაშვილმა ივანიშვილს წარმატებებიც უსურვა.

ქართული მედიასაშუალებების ნაწილი 12 ივნისის დილიდან ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ იგეგმება სამთავრობო ცვლილებები. კერძოდ, შესაძლოა, პოსტი დატოვონ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა. გუშინ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს მმართველი პარტიის ლიდერებმა, თუმცა მათმა ნაწილმა არ გამორიცხა ცვლილებები.

Facebook კომენტარები
avia biltebi