ონლაინ დაზღვევები მარტივად, უკვე ერთ სივრცეში

432
avia biltebi

 Dazgvevebi.ge არის ადგილი სადაც განთავსებულია ონლაინ დაზღვევების შესახებ ყველა ინფორმაცია. წარმოდგენილია საქართველოში ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიები. 

სადაზღვევო ბაზარს ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ოცდაათ წლიანი ისტორია აქვს, უკანასკნელ პერიოდში კი განსაკუთრებით განვითარდა და გაჩნდა ახალი კომპანიები. ეს კომპანიები განსხვავდებიან პაკეტების, კვალიფიკაციისა და ფასების მიხედვით. თუ აქამდე საჭირო იყო  მოსაძიებლად მთელი რიგი პროცესების გავლა, როგორიცაა სიარული სადაზღვევო კომპანიების ოფისებში, ინტერნეტში ბევრ საიტზე სათითაო ძიება და ა.შ, dazgvevebi.ge-მ მარტივად იპოვა გამოსავალი და გთავაზობთ დროის დაზოგვას. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია ყველა პირველადი ინფორმაციის მიღება და შემდეგ შედარების გაკეთება. 

ვებ-გვერდი არც თუ ისე დიდი ხანია რაც არსებობს, მაგრამ უკვე მომხმარებელი აქტიურად იყენებს. ამას განაპირობებს პირველ რიგში მისი უნიკალურობა, რადგან მსგავსი ნიშით ქართულ ბაზარზე სხვა საიტს ვერ იპოვით.

 ვებ-გვერდს აქვს კომფორტული და მომხმარებელზე მორგებული დიზაინი. ინფრომაციის მოძიება საკმაოდ მარტივია. შესაძლებელია ძირითად კითხვებზე პასუხების ნახვაც FAQ კატეგორიაში, სადაც შეხვდებით ხშირად დასმულ კითხვებს. ვებ-გვერდზე არის ბლოგიც, სადაც ყოველდღიურად იდება საინტერესო და გამოსადეგი რჩევები, სტატიების სახით. ყოველი არსებული სიახლის შესახებ dazgvevebi.ge მოგაწოდებთ ინფორმაციას. მალე შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სოციალურ ქსელში გამოიწეროთ ფეიჯი და ამით არ გამოგრჩებათ მიმდინარე მოვლენები.

 Dazgvevbi.ge არამხოლოდ მომხმარებლისთვის, არამედ თვით სადაზღვევო კომპანიებისთვისაც სასარგებლოა. დამზღვევი უფრო მარტივად მიაგნებს მის რჩეულ კომპანიას, ვისთანაც თანამშრომლობა უნდა გააგეძელოს მოგვიანებით. ვებ გვერდზე არამარტო კომპანიის პაკეტები არამედ მათი დაარსებისა და მიღწევების შესახებაა შესაძლებელი მონაცემების პოვნა. 

 მომავლისთვის საიტი აპირებს დაამატოს რუკა, სადაც მონიშნული იქნება სადაზღვევო კომპანიებისა და მათი თანამშრომელი საავადმყოფოებისა თუ ჰოსპიტალების ადგილმდებარეობები. გარდა ამისა საიტი დაამატებს ბაზარზე შემოსულ ახალ კომპანიებსაც.

Facebook კომენტარები
Loading...