“მ. კ.-ს ჰქონდა ე.წ. ტარი, რომელიც სარალიძის წინააღმდეგ გამოიყენა,” – საგამოძიებო კომისია ახალ ვიდეომასალას აქვეყნებს

313
avia biltebi

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე შექ­მნილ­მა დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დღეს ახა­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე დღეს დას­კვნის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც აღ­წე­რი­ლია კო­მი­სი­ის მიერ დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბე­ბი – თუ რა მოხ­და 1-ელ დე­კემ­ბერს ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე.

კო­მი­სი­ამ დღეს გან­ცხა­დე­ბა გავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ კო­მი­სი­ის დას­კვნა­ში გა­მოჩ­ნდა ახა­ლი, საკ­ვან­ძო გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც ეხე­ბა და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბა­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან აქამ­დე და­უდ­გე­ნე­ლი ფი­გუ­რან­ტის – მ.კ.-ს როლს.

„კო­მი­სი­ამ მო­ი­პო­ვა არა­ერ­თი ჩვე­ნე­ბა, რომ­ლი­თაც დას­ტურ­დე­ბა მ.კ.-ს მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი საგ­ნის, ე.წ. ტა­რის ქონა და ჩხუ­ბი­სას მისი გა­მო­ყე­ნე­ბა. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­გა­ნი მ.კ.-მ: აჩ­ვე­ნა 51-ე სკო­ლის წინ თა­ვის მე­გობ­რებს; გა­მო­ი­ყე­ნა და­ვით სა­რა­ლი­ძის წი­ნა­აღ­მდეგ ფარ­დულ­ში ჩხუ­ბი­სას; აჩ­ვე­ნა ჩხუ­ბის შემ­დეგ მე­გობ­რებს და აღ­ნიშ­ნა, რომ იმ სა­განს ურტყამ­და და­ვით სა­რა­ლი­ძეს.

მოწ­მე­ე­ბის­გან ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში კო­მი­სი­ამ მო­ი­პო­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნის ეს­კი­ზი. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ის, რომ საქ­მის მა­სა­ლებ­ში აღ­მოჩ­ნდა ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­შიც ფიქ­სირ­დე­ბა, თუ რო­გორ აჩ­ვე­ნებს მ.კ. მის მე­გობ­რებს აღ­ნიშ­ნულ სა­განს. მო­ცე­მუ­ლი ჩა­ნა­წე­რი გა­მო­ძი­ე­ბის­თვის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე იყო ხელ­მი­საწ­ვდო­მი, თუმ­ცა კო­მი­სი­ის შექ­მნამ­დე გა­მო­ძი­ე­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რას არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, საკ­ვან­ძო დე­ტა­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბის თა­ო­ბა­ზე შე­სა­ბა­მი­სი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­პო­ვე­ბის­თა­ნა­ვე კო­მი­სი­ამ ჩა­ა­ყე­ნა საქ­მის კურ­სში შსს და მო­უ­წო­და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის­კენ. მ.კ.-ს მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი საგ­ნის ქონა და ჩხუ­ბის დროს მისი გა­მო­ყე­ნე­ბა კი­დევ უფრო ამ­ყა­რებს კო­მი­სი­ის მხრი­დან გა­ცე­მულ შუ­ა­ლე­დურ რე­კო­მენ­და­ცი­ას, და­წყე­ბუ­ლი­ყო სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მ.კ.-ს მი­მართ არას­რულ­წლო­ვა­ნი და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ ჯგუ­ფუ­რი მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით, და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის 2-ე ნა­წი­ლის “ბ” და “ე” ქვე­პუნ­ქტე­ბით“, – ნათ­ქვა­მია კო­მი­სი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

კო­მი­სი­ის წევ­რი, ირაკ­ლი აბე­სა­ძე კი აღ­ნიშ­ნავს,რომ მ ეტაპ­ზე, ჩხუ­ბის ყვე­ლა დე­ტა­ლის სრუ­ლად აღ­დგე­ნა შე­უძ­ლე­ბე­ლია დიდი დრო­ის გას­ვლის შემ­დგომ და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან თა­ვის დრო­ზე არას­რუ­ლად მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის გამო.

თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი კო­მი­სი­ამ დად­გე­ნი­ლად მი­იჩ­ნია. მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა ერ­თობ­ლი­ო­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ცხა­დოთ თუ რა ხდე­ბო­და ჩხუ­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­ვით სა­რა­ლი­ძემ შე­ბოჭ­ვის მსგავ­სი ილე­თით გ.ჯ. შე­აგ­დო ფარ­დულ­ში, მას გ.ჯ. მოქ­ცე­უ­ლი ჰყავს მოხ­რილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ზე­მო­დან იჭერ­და ხე­ლე­ბით. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გ.ჯ.-მ დანა ამო­ი­ღო და მუც­ლის ღრუ­სა და გულ-მკერ­დის არე­ში ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა და­ვით სა­რა­ლი­ძეს, რის შემ­დე­გაც დანა და­უ­ვარ­და. ფარ­დულ­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და მ.კ, რო­მელ­მაც რო­გორც კო­მი­სი­ამ და­ად­გი­ნა, ჩხუ­ბის და­წყე­ბი­სას ხელი ჩა­ი­ყო ჯი­ბე­ში, შემ­დეგ, ჩხუ­ბის დროს მ.კ.-ს ხელ­ში ჰქონ­და სა­გა­ნი, ე.წ. ტარი, რო­მელ­საც და­ვით სა­რა­ლი­ძეს ურტყამ­და. შემ­დეგ კი ამ სა­განს სა­ხე­ლო­ში მა­ლავ­და. კო­მი­სი­ას ერთ-ერ­თმა გა­მო­კი­თხულ­მა არას­რულ­წლო­ვან­მა ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც კი და­უ­ხა­ტა ეს­კი­ზი თუ რო­გო­რი ნივ­თი უნდა ჰქო­ნო­და მ.კ.-ს, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბო­და ბას­რი პირი ჰქო­ნო­და ან მის გა­რე­შე ყო­ფი­ლი­ყო“, – გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძემ.

Facebook კომენტარები
Loading...