მოსწავლეები ქუთაისში საციგურაო მოედანზე ყინულის გარეშე ვარჯიშობდნენ

656
avia biltebi

ქუთაისში, მოსწავლეები, “საციგურაო მოედანზე” ყინულის გარეშე ვარჯიშობდნენ. მოედნის აგრეგატი, 4 თვის წინ  დაზიანდა, რომელიც ამ დრომდე არ შეცვლილა. “ყინულის მოედნის” დაცვის  თანამშრომლის თქმით, ამ დროისთვის ბავშვები ფიზიკურ მომზადებას ყინულის გარეშე გადიან. აღნიშნულის გამო პრეტენზიას გამოთქვამენ მშობლებიც. როგორც ჩვენთან საუბარში, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი, ჯუმბერ აფციაური აცხადებს, ყინულის არ ქონის გამო ბავშვი სპორტის ამ სახეობიდან გამოიყვანა.

„  ჩემი შვილი ყინულის მოედანზე, იმის გამო შევიყვანე, რომ მას ჯანრთელობის პრობლემები ქონდა. აქ კი, უჰაერო  სივრცე დაგვხვდა, ყინულის გარეშე. ვარჯიშიდან მეორე კვირას ყინული გაქრა, რის გამოც ბავშვი სპორტის ამ სახეობიდან გამოვიყვანეთ“, – აცხადებს  მშობელი  ჯუმბერ აფციაური.

როგორც (ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში გვიცხადებენ, აგრეგატის შეკეთება ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ვინაიდან  საქართველოში არ მოიპოვება.

“ამ ეტაპზე, მწვრთნელები  ერთთვიან შვებულებაში იმყოფებიან. ველოდებით აგრეგატის შეძენას, რომელშიც  სამინისტრო და  თვითმმართველობა ერთობლივად არის ჩართული. აგრეგატი ადგილზე ვერ გამოცვალეთ, ველოდებით მის ჩამოტანას საზღვარგარეთიდან. უახლეს მომავალში აგრეგატს ჩამოიტანენ და მალევე მოხდება მისი დამონტაჟება “,-განაცხადა  (ა) აიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველმა,კობა ფხაკაძემ.

ამ ეტაპზე, “ყინულის მოედანზე” 400 მოსწავლე ირიცხება, გარდა ამისა საციგურაო მოედნით ჰოკეისტთა გუნდიც სარგებლობს.

Facebook კომენტარები
Loading...