მოგვწერეთ ფეისბუქზე, 112 ხარვეზებით მუშაობს

598
avia biltebi

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში, პროგრამული ხარვეზის გამო, ზარების მიღება დროებით შეფერხებულია.

შსს მოსახლეობას მოუწოდებს, გადაუდებელი შემთხვევისას, 112-ის ფეისბუკის გვერდზე მისწერონ, პირადი შეტყობინების სახით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 112-ის პროგრამისტთა ჯგუფი ინტენსიურად მუშაობს პრობლემის აღმოსაფხვრელად და აღნიშნული ხარვეზი უმოკლეს დროში გამოსწორდება: “ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარებისთვის.”

Facebook კომენტარები
Loading...