“მეტროს მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ..” ქუმსიშვილი

673
avia biltebi

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მეტროს მემანქანეების გაფიცვას ეხმაურება. მისი თქმით, მემანქანეებმა უნდა გაითვალისწინონ ის გარემოება, რომ ესაა ის ძირითადი ტრანსპორტი, რითიც გადაადგილდებიან თბილისელები. ქუმსიშვილი აღნიშნავს, რომ შესაძლებლობები, რომელიც ქალაქს გააჩნია, სწორად უნდა გამოიყენონ:

“მე ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი კახა კალაძე აკეთებს ყველაფერს, აკეთებს მაქსიმუმს, რაც არის შესაძლებელი”.

თბილისის მეტრო დღესაც, 5 ივნისსაც არ მუშაობს. მეტროს თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ.

მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა და შიმშილობა გუშინ წინ, 2 ივნისს დაიწყეს, რამაც 4 ივნისს, მეტროს პარალიზება გამოიწვია. გაფიცვა ხელფასების ზრდას უკავშირდება. მეტროს მემანქანეები მოითხოვენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45%-ით გაიზარდოს

Facebook კომენტარები
Loading...