„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალი 24 მარტს გაიმართება

334
xuteulshia
avia biltebi

ლადო აფხაზავას კონკურენტები არიან პედაგოგები: დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, კენიიდან, ნიდერლანდებიდან, იაპონიიდან, არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან და ავსტრალიიდან. ფინალამდე კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. მათ შორის იყო ლადო აფხაზავაც, რომლის პრეზენტაციასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამასთან, ქართველი პედაგოგი, „გლობალური მასწავლებლის ჯილდოს“ ელჩი გახდა.

ლადო აფხაზავა კონკურსის ფინალისტ პიტერ ტაბიჩისთან და ჰოლივუდის ვარსკვლავ ჰიუ ჯეკმანთან ერთად

შეგხსენებთ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტებს შორის 21 თებერვალს დაასახელეს.

Facebook კომენტარები
Loading...