ლგბტ თემასთან დაკავშირებული აქცია დღეს საღამოს გაიმართება

632
avia biltebi

Facebook-ზე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად მთავრობის კანცელარიასთან ღონისძიება დაანონსდა.

“17 მაისს, LGBT თემის წევრები და სხვები, ვინც მხარს უჭერთ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვიკრიბებით საკუთარი უფლებების დასაცავად.  ნუ შეეგუები ჩაგვრას, დადექი დღეს ჩვენთან ერთად!”, – წერია ღონისძიების ანონსში.

ამასთან, აქციის ორგანიზატორი წერს, რომ აქციას პოლიცია დაიცავს, შესვლა შეზღუდული იქნება და შემსვლელები გაკონტროლდებინ პოლიციის მიერ ე.წ. ფეისკოტროლის მეშვეობით. ორგანიზატორები წერენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან მისვლა თავისუფლების მეტროს კიბეებით, ინგოროყვას, სულხა-საბას და ჩიტაძის ქუჩებით იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების ანონსში ასევე წერია, რომ აქციაზე წამსვლელებისთვის გამოყოფილია ყვითელი ავტობუსები. უცნობია ვინ არიან ამ აქციის ორგანიზატორები. აცხადებენ, რომ არ ეთანხმებიან აქციის გაუქმებაზე “თანასწორობის მოძრაობის” გუშინდელ გადაწყვეტილებას.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ “ქართული მარში” და ლგბტ თემი 17 მაისს აქციებს აღარ გამართავდნენ.

ამასთან, დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლას ქართული მარშის წევრებიც აპირებენ. მოსალოდნელი აქციების გამო კი კანცელარიის შენობამდე მისასვლელი ქუჩები ჩაკეტილია.

Facebook კომენტარები
Loading...