კიბოს გამომწვევი 6 ნივთი თქვენს სახლში, რომელიც აუცილებლად უნდა მოიშოროთ თავიდან!

794
avia biltebi

ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე სახლი სულაც არ არის ისეთი უსაფრთხო ჯანმრთელობისთვის, როგორც გვგონია. ჩვენ გთავაზობთ იმ ნივთების მცირე ჩამონათვალს, რომელიც კიბოს რისკს ზრდის.

1. აეროზოლები, ჰაერის გამწმენდები

ჰაერის გამწმენდების უმეტესობა შეიცავს კარცეროგენებს, საშიშ ორგანულ ნაერთებს და ისეთ ტოქსიკურ სუბსტანციებს, როგორიცაა ფტალატები.
მეცნიერული კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ბევრი აეროზოლი და ჰაერის გამწმენდი ისეთ დაავადებებსაც იწვევს როგორიცაა ასთმა და მეტიც, მოქმედებს რეპროდუქციულ განვითარებაზე.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ ძირითადი მავნე ნივთიერებების დასახელებები, რომელიც აეროზოლის შემადგენლობაშია, სულაც არ აის მითითებული გარეკანზე დატანილ შემადგენლობაში.

2. სანთლები

ამერიკაში ჩატარებული გარკვეული კვლევების მიხედვით, დადგინდა, რომ მაღაზიებში არსებული სანთლების 40 % შეიცავს ტყვიის მავთულს მათ შიგნით გატარებულ ძაფში, ეს განსაკუთრებით ეხებათ სურნელოვან სანთლებს. მსგავსი სანთლები გავლენას ახდენს თქვენს ორგანიზმზე და ზრდის რისკებს ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა ჰორმონალური დარღვევები, დასწავლის უნარების დაქვეითება და ა. შ.
თუ გსურთ, რომ სანთლებმა ზიანი არ მოგაყენოთ, მაშინ გამოსავალი მარტივია, შეიძინეთ თაფლის სანთლები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა.

3. საღებავები

რეზინის წებო, აკრილის საღებავები და გამხსნელები, მარკერები რომლებიც დატვირთულია ქიმიური ნივთიერებებით- ეს ყველაფერი დიდ გავლენას ახდენს ორგანოების დაზიანებაზე, ზრდის კიბოს რისკს და ცუდი გავლენა აქვს ალერგიულ ადამინებზე.
ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, იმიტომ რომ მათ გააჩნიათ შედარებით ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემა და ნივთიერებათა ცვლის მაღალი დონე. ცუდი შედეგების თავიდან აცილება შეგიძლიათ საღებავების შეცვლით, გამოიყენეთ ისეთი სამხატვრო აქსესუარები რომელიც არის ორგანული და ჰიპოალერგიული.

4. შამპუნები

გაგიკვირდებათ , მაგრამ ჩვეულებრივი შამპუნები უამრავ ტოქსინს შეიცავს, მეცნიერები ზუსტად ვერ ამტკიცებენ რომ ისინი კიბოს რისკ-ფაქტორს წარმოადგენენ, თუმცა უმჯობესია ყურადღებით იყოთ და შედარებით ბუნებრივი საშუალებები გამოიყენოთ.

5. ანტიპერსპირანტები

დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები ნამდვილად შეიცავენ ნივთიერებებს, რომელიც იწვევს კიბოს. ეს პროდუქტები იმ მიზნითაა შექმნილი, რომ ჩვენს სხეულებზე საათების განმავლობაში გაძლონ, რაც თავისთავად ზრდის კანში ქიმიური ნივთიერებების შეწოვის დონეს. თავიდან აიცილეთ საშიში პროდუქტები და ეცადეთ მოძებნოთ ბუნებრივი ალტერნატივები.

6. საშხაპის ფარდები

პლასტიკური საშხაპე ფარდები გამოყოფენ საშიშ ტოქსინებს, რაც მათი შემადგენლობიდან გამომდინარეობს.

გაითვალისწინეთ ჩვენი ჩამონათვალი და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, გახადეთ სახლი უსაფრთხო ადგილი თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის.

Facebook კომენტარები
Loading...