კანონპროექტით, უქმეებზე მუშაობა და ზეგანაკვეთი საათობრივი 50%-იანი დანამატით უნდა ანაზღაურდეს

389
avia biltebi

თუ უქმე დღეებზე ან ოფიციალურ დასვენების დღეებზე გიწევთ მუშაობა – თქვენს დამსაქმებელს შესაძლოა, ნამუშავარი საათების საბაზოზე 50%-ით ძვირად ანაზღაურების ვალდებულება დაუწესდეს. ამას შრომის კოდექსში შესატანი საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს.

დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტიშრომის კოდექსის არსებული რედაქციის სტრუქტურულ ცვლილებებს ითვალისწინებს. მიღების შემთხვევაში დამსაქმებლებს დასაქმებულთა მიერ რეალურად შესრულებული სამუშაოს დროის ხანგრძლივობის დეტალური აღრიცხვა და ამ აღრიცხვის საფუძველზე, ზეგანაკვეთური მუშაობისთვის შესაბამისი სახელფასო დანამატების გაცემა მოუწევთ. ასევე წესდება ლიმიტი – დასაქმებული არ შეიძლება კვირაში 6 დღეზე მეტს მუშაობდეს.

შემოთავაზებული რედაქციით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა კვირაში კვლავაც 40 საათი იქნება. ამ მხრივ გამონაკლისად კვლავ იარსებებენ უწყებები და საწარმოები, სადაც სპეციფიკური სამუშაო რეჟიმია დადგენილი. მნიშვნელოვან დამატებას წარმოადგენს პუნქტი, რომლის თანახმად, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის განსაზღვრული სამუშაო დღეების რაოდენობა რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს არ შეიძლება აღემატებოდეს კვირაში 6 დღეს.

აგრეთვე იცვლება დასაქმებულთა შესვენებების რეგულირების წესიც. სამსახურებში სადაც სამუშაო დღის ხანგრძლივობა 4-დან 9 საათამდეა, შესვენებისთვის მინიმუმ 45 წუთი უნდა იყოს გამოყოფილი, 9 საათზე უფრო ხანგრძლივი სამუშაოებისთვის კი, შესვენება მინიმუმ 60 წუთს უნდა შეადგენდეს.

“ზეგანაკვეთური სამუშაო შესაძლებელია მივიჩნიოთ როგორც იძულებითი შრომა, თუ მისი ლიმიტი განუსაზღვრელია ეროვნული კანონმდებლობით ან შეუთანხმებელია კოლექტიური ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მომუშავეებს თეორიულად აქვთ უფლება უარი განაცხადონ სამუშაოზე, პრაქტიკულად მათი ნებაყოფლობა ნიშნავს იმას, რომ ისინი იძულებულები არიან მინიმალური ხელფასის მისაღებად და სამუშაოს შესანარჩუნებლად აიტანონ ასეთი მდგომარეობა.

დასაქმებულისთვის სამუშაო დროის ხანგრძლივობა ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – 42, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 28 საათს.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულთათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე. დასაქმებულმა დამატებითი დასვენების უფლებით უნდა ისარგებლოს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებიდან გონივრულად მოკლე ხანში, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დამსაქმებელმა ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ დასაქმებული დამატებითი სამუშაო დროის გამოყენებით უნდა უზრუნველყოს ერთვი თვის განმავლობაში,”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტის მიხედვით, განისაზღვრება ზეგანაკვეთური სამუშაოს მინიმალური ანაზღაურების ოდენობა, კერძოდ: ის ხელფასის საათობრივი ანაზღაურების 50%-ით გაზრდილ ოდენობაზე ნაკლები არ უნდა იყოს.

Facebook კომენტარები
Loading...