იცოდით რომ შიშველი წოლა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

726
avia biltebi

შიშველი ძილი ტაბუდადებული თემაა. ახალი გამოკვლევები კი გვაჩვენებს, რომ ძილი ტანსაცმლის გარეშე სასარგებლოა. აი რატომ:

1) ოქსიტოცინი გამომუშავდება:

როცა თქვენ და თქვენი საყვარელი ადამიანი ერთად ძილს გადაწყვეტთ, ტანსაცმლის გარეშე სცადეთ. გამოკვლევები გვეუბნებიან, რომ „შიშველი ძილის“ დროს გამოიყოფა ჰორმონი ოქსიტოცინი – „სიყვარულის ჰორმონი“. მას შეუძლია არტერიული წნევის დარეგულირება. სტრესის დონის შემცირება, ებრძვის დეპრესიას და გხდით უფრო ბედნიერ ადამიანს. 2014 წელს 1 000 ბრიტანელი დაქორწინებული წყვილი გამოკითხეს. 57% იმ წყვილებისა, რომლებსაც შიშველი ეძინათ, აცხადებდნენ, რომ მათი ოჯახური ურთიერთობა ჰარმონიული იყო.

2) კორტიზოლის დონე მცირდება.

როცა თქვენ იძინებთ, სხეულის ტემპერატურა ვარდება. შიშველი წოლა კი ამ ტემპერატურას არეგულირებს. ეს კი ეხმარება კორტიზოლის დონის შემცირებს. თუ ეს უკანასკნელი მეტი გაქვთ, თქვენ განიცდით სტრესს, დაღლილობას, შიშს, წონის მომატებას.


3) უფრო მშვიდად დაიძინებთ

როცა სხეულის ტემპერატურაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პიჟამოები სხეულის გადახურებას იწვევს. ამიტომ ძილში ხშირად ვმოძრაობთ და ვტრიალებთ.

4) ამცირებს სოკოს რისკს.

სოკო გავრცელებული და ადვილად განსაკურნებელი ინფექციაა. ასევე ის ძალიან ადვილად შეიძლება დაგემართოთ. სოკო იზრდება იქ, სადაც თბილი და ოფლიანი გარემოა. თუ თქვენ გძინავთ ბევრი ტანსაცმლით, საქმე ისევ სხეულის ტემპერატურასთან გვაქვს, რომელიც დარეგულირებული უნდა იყოს. ტანსაცმლის გარეშე ძილით კი თქვენ მას არეგულირებთ, შესაბამისად სოკოს ინფექციისგანაც დაზღვეული ხართ.

5) იზრდება თავდაჯერებულობა.

შეიძლება თქვენ თავდაჯერებული ხართ, შეიძლება – არა. ორივე შემთხვევაში, ტანსაცმლის გარეშე ძილი გეხმარებათ უფრო კომფორტულად იყოთ თქვენს სხეულთან. დილით გაღვიძებული კი თავს ბედნიერად იგრძნობთ. ბედნიერება კი თავდაჯერებულობას გვმატებს.

6) საოცარი შეგრძნებაა.

როცა ჩვენი სხეული ძილის დროს გადახურდება, ჩვენ ბევრ ოფლს გამოვყოფთ. დამეთანხმებით, როგორი არასასიამოვნო შეგრძნებაა. ზაფხულში კი ეს შეგრძნება ორმაგდება. ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ თითქოს ღუმელში ხართ. შემდეგ კი ძალიან წვალობთ, სანამ სხეულის ტემპერატურა გაგრილდება. ამიტომ ეცადეთ ტანსაცმლის გარეშე დაწვეთ, მსგავსი პრობლემა რომ აღარ შეგექმნათ.

Facebook კომენტარები
Loading...