თეა წულუკიანის გადადგომას არასამთავრობო ორგანიზაციები ითხოვენ

703
avia biltebi

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. ამის შესახებ, მათ, დღეს 5 ივნისს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათივე განცხადებით, ისინი არ დაასახელებენ მთავარი პროკურორობის კანდიდატს და მხოლოდ ახალი იუსტიციის მინისტრის პირობებში გამართავენ კონსულტაციებს მთავარი პროკურორობის კანდიდატთან დაკავშირებით.

მთავარი პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად ირაკლი შოთაძე გადადგა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ახალ მთავარ პროკურორს დანიშნავენ საზოგადოებრივი კონსესუსის შედეგად.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე გასულ წელს მოკლული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დათო სარალიძის მამა მთავარ პროკურატურას დანაშაულის ჩამდენების მფარველობაში ადანაშაულებს.

პრესონკოფერენციას ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის: “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC”; “ადამიანის უფლებათა ცენტრი”; “სამართლიანი არჩევნები” ; “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ; “ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტი – IDFI”; “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”; “საფარი”.

Facebook კომენტარები
Loading...