ზუგდიდში შუქნიშანთან დედა-შვილს მანქანა დაეჯახა

424
avia biltebi

ზუგდიდში კოსტავასა და რუსთაველის ქუჩის კვეთასთან არსებულ შუქნიშანთან დედა-შვილს მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

მათ დაზიანებები ფეხის და თავის არეში აღენიშნებოდათ. თვითმხილველების ინფორმაცით, ქალს ბავშვი ხელში ეჭირა  და ის წითელზე გადმოდიოდა.შს სამინისტროში მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Facebook კომენტარები
Loading...