ზედმეტი რაოდენობით ჩაის,ყავისა და წვენის მიღებამ შესაძლოა ეს დაავადება გამოიწვიოს

834
avia biltebi

მარტივი ჭეშმარიტება-ზედმეტი არაფერი ვარგა, იგივეა რაც, ზომიერების გრძნობა და ოქროს შუალედი ყველაფერში საჭიროა.
ხილის წვენების, ჩაისა და ყავის ზედმეტი რაოდენობით მიღება ვნებს ჯანმრთელობას.

წვენის ზედმეტი რაოდენობის მიღება იწვევს:

– სიმსუქნეს

– დიარეას

– შებერილობას

– მუცლის ტკივილს

– გაზების დაგროვებას

წვენი განაყრებთ და საკვების მოთხოვნილება გიქრებათ. ასევე, ორგანიზმი იღებს კალორიებს, რომლებსაც ნახშირწყლები და შაქარი შეიცავს.

ჩაის ზედმეტი რაოდენობით მიღებამ შესაძლოა, თირკმელების გაჩერება გამოიწვიოს. ასე დაემართა არკანსასში მცხოვრებ მამაკაცს. ის ყოველდღე, მიირთმევდა 16 ფინჯან ცივ ჩაის.

შავი ჩაი მდიდარია ოქსალატით, რომელიც ანადგურებს თირკმელების ქვებს. ზედმეტი რაოდენობის მწვანე ჩაიმ კი შესაძლოა, გამოიწვიოს უძილობა. ჩაი შეიცავს ტანინს, რომელიც ამცირებს ორგანიზმში, ფოლიუმის მჟავების შეწოვას. სწორედ ამიტომ ურჩევენ ფეხმძიმე ქალებს, რომ თავი აარიდონ სიცოცხლის ელექსირად წოდებული სითხის მიღებას.

ყავის ზედმეტი დოზით მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს:

– გულის აჩქარება

– უკურეაქცია და, შესაბამისად, გულძმარვა

– მოუსვენრობა

– შფოთვა

– სპაზმები, როგორიცაა კუნთების დაჭიმვა

– დაბნეულობა

– დიურეზი

– ორგანიზმის გაუწყლოება

– გასტროენტეროლოგიური პრობლემები

მოზრდილმა ჯანმრთელმა ადამიანმა დღეში, 400 მილიგრამზე მეტი კოფეინი არ უნდა მიიღოს. ეს იგივეა, რაც 2 ფინჯანი მოხარშული ყავა, ორი ქილა ენერგეტიკული სასმელი ან 10 ქილა გაზიანი სასმელი.

Facebook კომენტარები
Loading...