ვინ არიან ფოთში აფეთქების შედეგად დაშავებულები – მათგან ერთ-ერთი 16 წლისაა (ფოტოები)

369
avia biltebi

ფოთ­ში, გამ­თე­ნი­ი­სას უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად, გარ­და­იც­ვა­ლა 42 წლის მა­მა­კა­ცი, კი­დევ სამი ახალ­გაზ­რდა კი და­შავ­და.

გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლი, 42 წლის რო­მან სი­ჭი­ნა­ვაა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მან სი­ჭი­ნა­ვა და ორი და­შა­ვე­ბუ­ლი ღია კა­ფე­ში სვამ­დნენ, რა დრო­საც მათ მა­გი­დას­თან მოხ­და შემ­თხვე­ვა. რა ტი­პის არის ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და ვის ჰქონ­და ის, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია. ამას­თან, კი­დევ ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვით გამ­ვლე­ლია.

სი­ჭი­ნა­ვას მე­ზობ­ლებს მომ­ხდა­რის მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი უჭირთ. “გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და კე­თი­ლი ბიჭი იყო. გა­ჭირ­ვე­ბა­ში გა­ი­ზარ­და, რა და რო­გორ მოხ­და, ჩვენ არა­ფე­რი ვი­ცით. არ მუ­შა­ობ­და, დედ-მა­მის პენ­სი­ით ცხოვ­რობ­და პა­ტი­ოს­ნად”, – გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზო­ბელ­მა ლორა ბე­რუ­ლა­ვამ.

რაც შე­ე­ხე­ბათ და­შა­ვე­ბუ­ლებს, ისი­ნი არი­ან: 33 წლის გოგა სი­გუა, 29 წლის ირაკ­ლი ქუ­ხი­ლა­ვა და 16 წლის ომო ცუც­ქი­რი­ძე.

და­შა­ვე­ბუ­ლი ირაკ­ლი ქუ­ხი­ლა­ვა ფო­თის კლი­ნი­კა­ში მიყ­ვა­ნი­დან მა­ლე­ვე გა­წე­რეს, თუმ­ცა მისი ოჯა­ხის მტკი­ცე­ბით, ის ქუ­თა­ი­სის ინ­ტერ­ვენ­ცი­უ­ლი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს. და­შა­ვე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლის და­ვით ბა­სი­ლა­ი­ას თქმით, ქუ­ხი­ლა­ვას სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­და და შო­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო.

„ირაკ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა დამ­ძიმ­და და ამი­ტომ მისი გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღეთ. მას ჩა­უ­ტარ­და ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვა და რო­გორც ვი­ცით, და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რა კლი­ნი­კა­ში დარ­ჩე­ბა”, – აღ­ნიშ­ნა და­ვით ბა­სი­ლა­ი­ამ.

გარ­დაც­ვლი­ლი რო­მან სი­ჭი­ნა­ვა და ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლი გოგა სი­გუა, რო­მე­ლიც ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ.

„რო­მა­ნი და გოგა მე­ზობ­ლე­ბი იყ­ვნენ, ერ­თად გა­ი­ზარ­დნენ. მათ შო­რის კონ­ფლიქ­ტი არა­სო­დეს მომ­ხდა­რა. ვის ჰქონ­და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა და რა მოხ­და, ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცით. გოგა მშრო­მე­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭია, ჰყავს მე­უღ­ლე და სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი“, – გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს სი­გუ­ას ახ­ლო­ბელ­მა.

ის ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბა, მათ შო­რის, ქალა-ტვი­ნის ღია ტრავ­მა და თა­ვის ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა.

„ფო­თი­დან კა­ტას­ტრო­ფის სამ­სა­ხუ­რის მიერ გად­მოყ­ვა­ნი­ლია მა­მა­კა­ცი, პო­ლიტ­რავ­მით. ქალა-ტვი­ნის ღია ტრავ­მა, თა­ვის ტვი­ნის შე­შუ­პე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ასე­ვე, ტრავ­მუ­ლი სუ­ბა­რაქ­ნო­ი­დუ­ლი და სუბ­დუ­რუ­ლი ჰე­მა­ტო­მა; სა­ფეთ­ქლის და შუბ­ლის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა; გულ­მკერ­დის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, მარ­ჯვნივ პნევ­მო­თო­რაქ­სი. ვაგ­რძე­ლებთ კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას“, – გა­ნა­ცხა­და ჰოს­პი­ტა­ლის კლი­ნი­კურ­მა მე­ნე­ჯერ­მა სულ­ხან ორ­ჟო­ნი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­შა­ვე­ბულ არას­რულ­წლო­ვანს, ის ომო ცუც­ქი­რი­ძეა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის აფეთ­ქე­ბის ად­გილ­ზე შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა. ერთ-ერთი მა­ღა­ზი­ის კონ­სულ­ტან­ტი აცხა­დებს, რომ აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ი­დან გა­მო­ვი­და, და­ი­ნა­ხა, რომ „ქვე­მოთ ეგდო ბავ­შვი, რო­მე­ლიც იქამ­დე ჩა­სა­რი­ცხ აპა­რატ­თან იდგა“.

„ამ პი­რებ­მა მა­ღა­ზი­ა­ში რა­ღა­ცე­ბი შე­ი­ძი­ნეს და გა­მო­ვიდ­ნენ, და­ახ­ლო­ე­ბით 2-3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სვამ­დნენ. არ ხმა­უ­რობ­დნენ, წყნა­რად იყ­ვნენ და უცებ ხმა გა­ის­მა”, – გა­ნა­ცხა­და მა­ღა­ზი­ის თა­ნამ­შრო­მელ­მა.

შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ შსს-ში გა­ნუ­ცხა­დეს, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე ორი – 236-ე და 124-ე მუხ­ლე­ბით აღიძ­რა.

236-ე მუხ­ლი გუ­ლის­ხმობს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვას, 124-ე მუხ­ლი კი ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბას გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით.

ავ­ტო­რი: მაია ძა­გა­ნია

Facebook კომენტარები
Loading...