ეს სიზმრები არ უნდა დააიგნოროთ ! რას გვიწინასწარმეტყველებენ ისინი

531
avia biltebi

სიზმრები – გარკვეული ნიშნებია წარსულისა თუ მომავლის შესახებ. მათი წაკითხვა და ამოცნობა შესაძლებელია. იუნგი ამბობდა, რომ ძილის დროს ადამიანს შეუძლია შეიჭვრიტოს თავის ცნობიერებასა და შინაგან სამყაროში. მეცნიერებისათვის დიდი ხანია ცნობილია, რომ სიზმრის დროს მომხდარზე ჩვენი ტვინი ისევე რეაგირებს, როგორც რეალურ ცხოვრებაში არსებულ საგნებსა და გარემოებებზე.

სიზმარმა შესაძლებელია მოგცეთ მინიშნება მასზე, რაც ყველაზე მეტად გაფორიაქებთ და გიჩვენოთ მიმართულება იმისა, თუ როგორ ჯობს მოქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში.

ყურადღება: თუ თქვენ ეს ქმედებები ან საგნები გესიზმრებათ, არ ღირს მათი იგნორირება!

1. თუ სიზმარში დაფრინავთ

ფრენა სიმბოლიზირდება თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან. სწორედ ამისკენ მიისწრაფით თქვენ. თუ სიზმარში ფრენის დროს მიწაზე ეცემით, ეს ნიშნავს, რომ მიზნის შესასრულებლად არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოგიწევთ.

2. ჩანჩქერები

სიზმარში უმშვენიერესი ჩანჩქერი იხილეთ? – ეს კარგის ნიშანია. ჩანჩქერი სისუფთავეს, განწმენდას, პრობლემების და უსიამოვნო ინციდენტების მოშორებას ნიშნავს. შესაძლოა, უახლოეს მომავალში თქვენ შეძლებთ დაამარცხოთ სურვილები და ჩვევები, რომლებიც ხელს გიშლით ჯანსაღი წესით ცხოვრებაში.

3. კბილები

თუ გესიზმრათ, რომ ვინმემ კბილი ამოგაძროთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გეშინიათ ახლობელი ადამიანის დაკარგვის. თუ სიზმარში კბილები გცვივათ-ესე იგი, დაბნეული ხართ, რაც ხელს გიშლით მიზნის მიღწევაში. დაგესიზმრათ, რომ ჭიანი და სუნიანი კბილები გაქვთ? – უახლოეს მომავალში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაგიჩნდებათ.

4. სიკვდილი

სიზმარში საკუთარი სიკვდილი იხილეთ? – ესე იგი, საკმაოდ დიდხანს იცოცხლებთ. საყვარელი, ახლობელი ადამიანის სიკვდილი დაგესიზმრათ? -არ ინერვიულოთ: ეს ადამიანი დიდხანს და ჯანმრთელად იცხოვრებს.

5. ფეხმძიმობა

დაგესიზმრათ, ვითომ ფეხმძიმედ ხართ? – თქვენ სიმდიდრე, წარმატება, უზრუნველი ცხოვრება გელოდებათ. გესიზმრათ, რომ თქვენი ქალიშვილი ან უახლოესი ადამიანი ფეხმძიმედაა?- ეს იგი, მის ცხოვრებაში ყველაფერი რიგზე იქნება; ხოლო თუ სიზმარში ნახეთ, რომ ფეხმძიმედ ხართ და ნაყოფს იშორებთ, ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების ინტერესს დაკარგავთ ან საყვარელი ადამიანი მიგატოვებთ.

Facebook კომენტარები
avia biltebi