ემზარ კვიციანი: შეყვარებულებს ოჯახის შექმნაში დავეხმარებით

0
189
samogzauro dazgveva

“პატრიოტთა ალიანსის” წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე თქვა.

მოგვიანებით, Palitra News-ის ეთერში კვიციანმა ოჯახის შექმნის დასახმარებლად, ორგანიზაციის შექმნაზე ილაპარაკა.  „აი, ხო არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, იმიტომ, რომ არ აქვთ საშუალება. იქნებიან აგენტები, რომლებიც რომ ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი, აღრიცხვაზე აიყვანენ და იქნება დახმარება მაგათი… დახმარება წავა მაგათზე პირველადი, მერე ყველა ბავშვზე… აუცილებლად ეს იქნება გაპიარებული, აუცილებლად ამის შესახებ ეცოდინება ყველას საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის. ჩვენ ქართველები ვზრუნავთ ქართველებისთვის“, – ამბობს კვიციანი.

Facebook კომენტარები
samogzauro dazgveva