დუშეთში “ავტომობილი” სიმაღლიდან გადავარდა – ავტომობილში 3 ბავშვი იმყოფებოდა – კადრები ადგილიდან

328
avia biltebi


დუშეთის რაიონში, არაგვის ხეობაში „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და სიმაღლიდან გადავარდა.

როგორც „პალიტრავიდეოს“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ავტომობილში სხვა მგზავრებთან ერთად სამი ბავშვი იმყოფებოდა. მგზავრებს, მათ შორის ბავშვებს სხეულის დაზიანებები აღენიშნებათ, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, დაზიანებები შედარებით მსუბუქი ხარისხისაა.

გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276- ე მუხლის 1 ნაწილით დაიწყო, რაც
გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Facebook კომენტარები
Loading...