დედის უმძიმესი გადაწყვეტილება: 12 წლის შვილის მოკვლის ნებართვა ექიმებს

386
avia biltebi

ეს ამბავი დიდ ბრიტანეთში მოხდა. ქალმა სასამართლო პროცესი მოიგო, რომლის შემდეგაც მიიღო უფლება, მოეკვდინათ მისი 12 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალიშვილი ნენსი.
ნენსი ფიცმორისი მძიმე პრობლემებით დაიბადა – უსინათლო, ჰიდროცეფალიის, მენინგიტისა და სეფსისის დიაგნოზით. პროგნოზები სავალალო იყო – ნენსი ვერც ილაპარაკებდა, ვერც ივლიდა, ვერც შეჭამდა და დალევაც კი არ შეეძლო. მთელი ცხოვრება საავადმყოფოში უნდა გაეტარებინა მედპერსონალის მეთვალყურეობით. დედამ, შარლოტამ, გადაწყვიტა, შვილი არ მიეტოვებინა ასეთ მდგომარეობაში, მიუხედავად უიმედო პროგნოზებისა, სამსახურს თავი დაანება და ცხოვრება მიუძღვნა ქალიშვილს. როგორც ახლა ჰყვება, ყოველ ჯერზე
გული ორად ეპობოდა, როცა მისი ქალიშვილი მორიგი ოპერაციის შემდეგ ტკივილებისგან კიოდა და ყვიროდა.
ბოლოს, შარლოტაც დანებდა. და გადაწყვიტა, რომ საკმარისი იყო მისი შვილისთვის ტანჯვა. 12-წლიანი უმძიმესი ცხოვრების შემდეგ მიიღო უმძიმესი გადაწყვეტილება, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება ეჭვქვეშ დააყენებს – მან თავისი ქალიშვილის მძიმე სიცოცხლის შეწყვეტა ბრძანა. სასამართლოში შეიტანა მოთხოვნა, რომ მიეცათ უფლება ქალიშვილის მოკვდინების. წაიკითხა განცხადება, რომელშიც პატიებას ითხოვდა და სისტემას სთხოვდა გაეგოთ, რომ მის ქალიშვილს აღარ შეეძლო ამდენი ტანჯვა.


მოსამართლემ, რომელიც მოგვიანებით ამბობდა, რომ დარწმუნდა შარლოტას ნენსისადმი სიყვარულში და იმაშიც, რომ ამ ნაბიჯს ქალი მართლაც შვილის გამო დგამდა, და არა საკუთარი თავის გამო,
თანხმობა განაცხადა. ისტორიაში პირველად მისცეს მოკვდინების ნება ბავშვს, რომელიც თავისით სუნთქავდა და შესაბამისი მოვლის პირობებში გარდაუვალი სიკვდილიც არ ელოდა.
…ნენსი 2014 წლის 12 აგვისტოს გარდაიცვალა, როცა ექიმებმა მას საკვების და სითხის მიწოდება შეუწყვიტეს.
შარლოტა ამბობს, რომ ეს ყველაზე საშინელი დღე იყო მის ცხოვრებაში. ყოველდღე ნატრობს თავის ქალიშვილს, თუმცა იმასაც ამბობს, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
ახლა ამ ამბავს ბევრი განიხილავს. ზოგიერთები თავს ესხმიან შარლოტას და კიცხავენ ამგვარი გადაწყვეტილების გამო. უღმერთოსა და უგულოს უწოდებენ. სხვანი კი ირწმუნებიან, რომ ეს საუკეთესო გამოსავალი იყო. რომ შარლოტა ჯობია ბევრ იმ დედას, რომლებიც მაშინვე ტოვებენ შვილს, როცა მისი შეზღუდული შესაძლებლობების შესახებ გებულობენ და არც თავს სწირავენ მის გაზრდას. შარლოტამ კი წლები შესწირა, ყველაფერს ეცადა და როცა არაფერი გამოუვიდა, უბრალოდ შვილის ტანჯვას მოუღო ბოლო. თუმცა ამ ამბავში მართლაც ძნელია შავისა და თეთრის გარჩევა. სხვა სხვის ომში ბრძენიაო, ამბობენ, მაგრამ ვერ განსჯი მაინც ამ ქალს, თუ მისი მდგომარეობა არ გამოგიცდია. როგორც შარლოტა ამბობს, უმძიმესია იმის ყურება, როგორ გამუდმებით ყვირის და იმანჭება ტკივილისგან შენი შვილი, რომელიც თავისით ვერც ჭამს და ვერც სვამს. ერთი მხრივ, ეს ამბავი შოკისმომგვრელია დედის ცივსისხლიანობით, მეორე მხრივ – მან საკუთარი შვილისთვის გადადგა ეს ნაბიჯი.

Facebook კომენტარები
Loading...