დაშავებული 5 ადამიანი – გვირაბში ავარია მოხდა

317
avia biltebi

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი. ისინი ბათუმის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

Facebook კომენტარები
Loading...