დაღლილობის 7 სიმპტომი, ისინი უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ!

847
Beautiful business woman lying in bed and covering her ears with pillows. Indoor background.
avia biltebi

,,ადრენალური დაღლილობა’’ ეს ახალი ტერმინია, რომელიც 21-ე საუკუნის სენად იქცა. ამის მიზეზი ისაა, რომ თირკმელზედა ჯირკვლები მუდმივ სტრესს ვერ უმკლავდებიან, რის გამოც ადამიანს მუდმივად დაღლილობის შეგრძნება აწუხებს. ,,ადრინალური,’’ ან ,,თირკმელზედა დაღლილობა’’ ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არაა აღიარებული, როგორც  დაავადება, თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ სხეულის სიგნალებს ყურადღებას მიაქცევთ და შესაბამის ზომებს მიიღებთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა არ გაუარესდეს.

თირკმელზედა ჯირკვლები, რომლებიც,  კაკლისოდენა ზომაა და დაახლოებით 10 გრამს იწონის, ადამიანის ორგანიზმში აუცილებელ ჰორმონებს აწარმოებს:

ადრენალინი და ნორადრენალინი (სტრესის გამკლავებისთვის საჭირო ჰორმონები);
ალდოსტერონი (არეგულირებს წყალ-მარცვლოვან ცვლას და ჰემოდინამიკას);
კორტიკოსტერონი (ჩართულია წყლის და მარილის ბალანსის რეგულირებაში);
დეოქსიცორტიკოსტერონი (ჩართულია წყლის და მარილის ბალანსის რეგულირებაში, აუმჯობესებს კუნთების გამძლეობას);
კორტიზოლი (არეგულისრებს ნახშირწყლების ცვლას და მონაწილეობს სტრესის წინააღმდეგ ბრძოლაში);
სქესის ჰორმონები (ანდროგენები);

სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მსგავსად თირკმელზედა ჯირკვლები ადამიანის ორგანიმში მიმდინარე პროცესების დარეგულირებაში დიდ როლს თამაშობენ. თუ მათი ფუნქციონირება დაირღვა, მაშინ გარკვეული სიმპტომები იჩენს თავს.

როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ადრენალური დაღლილობის პრობლემა?

სხეული მუდმივად ცდილობს ჰომეოსტაზის, ანუ ბალანსის შენარჩუნებას. თუ თქვენ მუდმივად სტრესის ქვეშ ხართ, კორტიზოლის დონე იწევს, რასაც იმუნური სისტემის დასუსტება, ჰიპერტენზია, წონაში მატება, ანთება და სხვა უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. ადრენალური დაღლილობის სიმპტომებია:

1 . ძილის დარღვევები

საშუალოდ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის 8 საათიან ძილს საჭიროებს. ეს დრო ენერგიის აღდგენას და ორგანიზმის სრულად დასვენებას ხმარდება. მუდმივი სტრესი და შფოთვა ძილის ნორმალური გრაფიკის შენარჩუნებაში გვიშლის ხელს. ძილის ჰორმონის, მელატონინის გამოყოფას ხელს სიბნელე უწყობს. ამიტომ, ძილის წინ შეეცადეთ განიტვირთოთ, მიიღეთ აბაზანა, გამორთეთ ტელეფონი, კომპიუტერი და სიბნელეში დაიძინეთ.

2. ძლიერი დაღლილობა ვარჯიშის შემდეგ

ვარჯიში ორგანიზმისთვის აუცილებელია. თუმცა, გააჩნია დატვირთვის დონეს და ხანგრძლივობას. თუ ცოტაოდენი ვარჯიშის შემდეგაც გადაღლილი ხართ, შეამცირეთ ვარჯიშის ხანგრძლივობა. გახსოვდეთ, რომ არასასურველი წონის მოშორებაში მთავარი როლი ( 80% ) კვების რაციონს აკისრია.


3 . ჰორმონალური დარღვევები

ადამიანის ორგანიზმში ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. სტრესის გამო ჰორმონალური ბალანსი ირღვევა რაც უამრავ არასასიამოვნო მოვლენას იწვევს: დაღლილობა, კანის გამოშრობა, წონაში მატება, მენსტრუალური დარღვევები და ა.შ.

4 . დეპრესია

სად მიგვიყვანს მუდმივი სტრესი თუ არა დეპრესიამდე? ამას კიდევ ჰორმონალური დარღვევები და მათგან გამოწვეული პრობლემები ემატება. ამას მხოლოდ პრეპარატებით ვერ უმკურნალებთ. აუცილებელია, რომ სპეციალისტს მიმართოთ.

5 . მარილის მიღების ძლიერი სურვილი

ალდოსტერონის წარმოების შემცირება მარილის მიღების გაძლიერებულ სურვილს იწვევს. თან ახლავს არტერიული წნევის დაქვეითება და თავბრუსხვევა.

6 . კოფეინის მოთხოვნილება

ყავა ჯანსაღი სასმელია, თუმცა, თუ მის გარეშე ვერ ძლებთ, სავარაუდოდ, ორგანიზმის გადაღლილია და ენერგიის ,,შევსებას’’ კოფეინით ცდილობს. ეს არაა საუკეთესო გამოსავალი, რადგან შემდეგი სიმპტომი სტრესის ჰორმონების ზრდა იქნება.

7 . კუჭ-ნაწლავის ჰორმონები

როდესაც სხეულის სტრესს განიცდის, ორგანიზმის საჭმლის მონელებაზე  ვეღარ ფოკუსირდება. ეს ნივთიერებათა ცვლას ანელებს. ამიტომ, ჭამის შემდეგ ხშირად შებერილობას განიცდიან და შეკრულობა, ან დიარეა აწუხებთ.

ყურადღება მიაქციეთ ამ სიმპტომებს. საუკეთესო იქნება, თუ სტრესის შემცირებას მოახერხებთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და ძილს.

Facebook კომენტარები
Loading...