“დაუჯერებელია, ჩემი შვილი 62 ჭრილობით როგორ გადარჩა” – რამდენი წელი მიუსაჯეს მამაკაცს, რომელიც ქალს ლიფტში თავს დაესხა

319
avia biltebi

დაახლოებით ორი თვის წინ ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე 32 წლის იზოლდა აბაშიძეს ლიფტში ახალგაზრდა მამაკაცმა დანით 62 ჭრილობა მიაყენა.

ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს და რამდენიმე ხნის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. რაც შეეხება ბრალდებულს, იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ბრალდებული ერთ-ერთ სასტუმროსთან მომხდარის შემდეგ რამდენიმე დღეში დააკავეს.

 

სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 25 წლის გერმან ჩერნიავსკის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიება აღნიშნულ პირს განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებდა ბრალს.

 

ჯერ კიდევ მომხდარის დროს ითქვა, რომ ქალს დამნაშავე ბაზრობიდან აედევნა და თავდასხმის მიზეზი ყაჩაღობა იყო, თუმცა, როგორც დაზარალებულმა იზოლდა აბაშიძემ “კვირის პალიტრასთან” განაცხადა, მას თავდა­მსხმელი ლიფტში დახვდა:

 

“ლიფტის კ

არი რომ გაიღო, იქ უცხო მამაკაცი დამხვდა. მითხრა, ხურდა ჩავაგდე, მაგრამ ლიფტი არ წავიდა და მეტი ხურდა არ მაქვსო. მერე მეც შევედი, ფული ჩავაგდე და ლიფტიც დაიძრა. უცებ თავში რაღაც ჩამარტყა. არაფერი უთქვამს, ისე მირტყამდა… მოგერიებას ვცდილობდი, მერე არაფერი მახსოვს”.

 

დასახიჩრებული ქალი მამამ და ძმამ იპოვეს.

შოთა აბაშიძე, დაზარალებულის მამა:
– ჩემს შვილს ეზოში ველოდებოდი. რომ დაიგვიანა, ძებნა დავიწყე. ვნახე, რომ ლიფტი გაჭედილი იყო მეოთხე და მეხუთე სართულებს შორის. მე და ჩემმა ვაჟმა კარი გავხსენით, ჩემი შვილი სისხლში ცურავდა. ლიფტის კარი რომ გავაღეთ, ისიც შიგნით იყო. რა იცოდა, მამა რომ ვიყავი. ამბობდა, დაჭრილია, მიშველეთ, მე ქმარი ვარო… თვითონ დაგვეხმარა, რომ გამოგვეყვანა. დამნაშავეს ჩემი შვილი არ იცნობს. რატომ დაესხა თავს, არ ვიცით. ოქროული არ წაუღია, ლიფტში­ იყო მიმოფანტული. იქვე ვიპოვეთ დანაც. იქნებ გავიგოთ, რატომ მიკლავდა ის გარეწარი შვილს.

“დაუჯერებელია, ამდენი დაზიანებით ადამიანი გადარჩეს”
საზოგადოებას ახსოვს ბათუმში მომხდარი უმძიმესი ფაქტი – ხოფას ბაზრობიდან დაბრუნებულ 32 წლის იზოლდა აბაშიძეს ლიფტში ახალგაზრდა მამაკაცმა დანით 62 ჭრილობა მიაყენა. მაშინ ითქვა, რომ ქალს დამნაშავე ბაზრობიდან აედევნა და თავდასხმის მიზეზი ყაჩაღობა იყო, თუმცა, როგორც დაზარალებული იზოლდა აბაშიძე იხსენებს, მას თავდა­მსხმელი ლიფტში დახვდა:
“ლიფტის კარი რომ გაიღო, იქ უცხო მამაკაცი დამხვდა. მითხრა, ხურდა ჩავაგდე, მაგრამ ლიფტი არ წავიდა და მეტი ხურდა არ მაქვსო. მერე მეც

შევედი, ფული ჩავაგდე და ლიფტიც დაიძრა. უცებ თავში რაღაც ჩამარტყა. არაფერი უთქვამს, ისე მირტყამდა… მოგერიებას ვცდილობდი, მერე არაფერი მახსოვს”.

დასახიჩრებული ქალი მამამ და ძმამ იპოვეს.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის კარდიოქირურგიის დეპარტამენტის ხელმძ­ღვანელს, მახირ ბალაქიშიევსუკვირს, ამდენი დაზიანების მიუხედავად ქალი რომ გადარჩა:
– უამრავი ჭრილობა აღენიშნებოდა ზურგში, მარცხენა­ ზედა კიდურში, სახის, კეფის და საფეთქლის მიდამოებში. ნიკაპზეც­ ჰქონდა დიდი ჭრილობა. გულმკერდის არეში­ იყო ღია ჭრილობები, ფილტვი­ იყო დაზიანებული და ჭრილობიდან ჰაერი­ გამოდიოდა. მძიმე მდგომარეობაში შემოიყ­ვანეს, ჰემორაგიული შოკით. ძალიან ბევრი­ სისხლი ჰქონდა დაკარგული. გული გადაჭრ­ილი იყო, სისხლში ცურავდა, მაგრამ არ გასჩერებია. ყველა ჭრილობა მარცხენა მხარეს ჰქონდა. თავზეც ჰქონდა ორი დიდი ჭრილობა, ძვალი ჩანდა. ოპერაციაზე სამი სხვადასხვა პროფილის ექიმე­ბის ბრიგადა მუშაობდა. სასწრაფო ჩარევა­ რომ არა, შემთხვევა ფატალურად დამთავ­რდებოდა. საყურადღებოა ისიც, რომ იშვიათი ჯგუფის სისხლი ჰქონდა – მეოთ­ხე დადებითი. სისხლის ბანკიც დაგვეხმარა, ახლობლებმაც ჩააბარეს… დაუჯერებელია, ამდენი დაზიანებით ადამიანი გადარჩეს.


ძალოვანებმა ბრალდებული მალე დააკავეს. 26 წლის გერმან ჩერნიავსკის პატიმრობა შეეფარდა. მას ადვოკატი­ ნუგზარ გრძელიძე იცავს. ამბობს, რომ ჩერნიავსკი ბათუმელია. ის დუმილის უფლებას იყენებს, ამიტომ ისევ უცნობია, რატომ გაუსწორდა ასე სადისტურად მსხვერპლს. ადვოკატი ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებასაც ითხოვს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში ჩერნიავსკის 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ფაქტის გამოძიება გრძელდება.
თეა ხურცილავა
Facebook კომენტარები
Loading...