დაემშვიდობეთ ნაოჭებს! სასწაულმოქმედი კრემის რეცეპტი

728
avia biltebi

გამოცდილი კრემი ნაოჭების წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე დაჭმუჭნულ კანსაც ასწორებს.
გახსოვდეთ, კრემს კანი დიდხანს იწოვს. ამიტომ, დაძინებამდე 2 საათით ადრე უნდა გაიკეთოთ. შედეგს 3 დღის შემდეგ შეამჩნევთ.
რეცეპტი მარტივია და საოცრად ეფექტიანი.

დაგჭირდებათ: მწყერის კვერცხის ორი გული ან ქათმის კვერცხის გულის ნახევარი, 2 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი (შეგიძლიათ ზეითუნის ზეთით შეცვალოთ),

1 ჩ/კ ზღვის საჭმელი მარილი, 2 ჩ/კ გვირილის ნაყენი (1 სადილის კოვზ გამხმარ გვირილას 200 მლ წყალი დაასხით და 15-20 წუთი ადუღეთ), 0,5 ჩ/კ ნატურალური თაფლი და 2 ჩ/კ კოსმეტიკური ვაზელინი (აფთიაქებში იყიდება).

ინგრედიენტები ერთმანეთში გადაურიეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. შეინახეთ მაცივარში.

მსუბუქი მასაჟის მოძრაობეით წაისვით კრემი მთელ სახეზე. ჩამოიბანეთ 30 წუთის შემდეგ, მინერალურ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.

კრემი მოეწონებათ იმ მანდილოსნებს, რომლებიც პატივისცემით ეპყრობიან სახის კანს და საკუთარ სილამაზეს.

Facebook კომენტარები
Loading...